ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვლადიმერ გაბაშვილის N4 და N5 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, გაბაშვილის N4 და N5 კორპუსების მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება და გეოლოგიური რისკების პრევენცია უზრუნველყონ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ვლადიმერ გაბაშვილის N4 და N5 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
ვლადიმერ გაბაშვილის N4 და N5 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობსინტერპრესნიუსი

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ვაკის რაიონში, ვლადიმერ გაბაშვილის N4 და N5 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვერეს ხეობასთან ახლომდებარე ამ ორი საცხოვრებელი კორპუსის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გახდა პრევენციული ღონისძიებების გატარება და ფერდის გამაგრება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული და გეოლოგიური რისკების მართვა მოხდეს. პირველ ეტაპზე, ფერდზე არსებული ძველი და დაზიანებული კედლის დემონტაჟი ხორციელდება. მის ნაცვლად აშენდება რკინაბეტონის ხიმინჯოვანი კედლები. ასევე, ფერდზე მოეწყობა დამცავი ბადე. ტერიტორიაზე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის აცილებას და ხელს შეუწყობს ფერდის სტაბილურობის შენარჩუნებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?