ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მდინარე მტკვრის ორ ლოკაციაზე სანაპირო ზოლის გამაგრების მიზნით ხიმინჯოვანი რკინაბეტონის კედლები მოეწყობა. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური უახლოეს დღეებში დაიწყებს და ექვს თვეში დაასრულებს.

მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება
მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდებაინტერპრესნიუსი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება.

მისი თქმით, სამუშაოები შესრულდება ორ ლოკაციაზე: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრადან“ შოთა შალიკაშვილის ხიდამდე არსებულ მონაკვეთში, ასევე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ.

„მინდა, ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ეხება. სამუშაოების განხორციელების ძირითადი მიზანი მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლის გამაგრება და არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. გასულ წელს გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოხდა ჯებირების ჩანგრევა, მდინარე მტკვარმა საფუძველი გამოაცალა სანაპირო ზოლს, შექმნა გარკვეული პრობლემები, ჩაიტანა ტროტუარი. ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება ყოფილიყო უსაფრთხო. დღესაც გვაქვს ასეთ პრობლემური ადგილები, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება და უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაბამისი ღონისძიებების გატარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოები ითვალისწინებს ორივე მონაკვეთში ხიმინჯოვანი რკინაბეტონის ნაპირსამაგრი კედლების მოწყობას. მისივე თქმით, ასევე განახლდება არსებული მოაჯირები და მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გათვალისწინებულ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს დღეებში დაიწყებს, სამუშაოების შესრულების ვადად კი ექვსი თვეა განსაზღვრული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მინდა, ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ეხება. სამუშაოების განხორციელების ძირითადი მიზანი მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლის გამაგრება და არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. გასულ წელს გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოხდა ჯებირების ჩანგრევა, მდინარე მტკვარმა საფუძველი გამოაცალა სანაპირო ზოლს, შექმნა გარკვეული პრობლემები, ჩაიტანა ტროტუარი. ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება ყოფილიყო უსაფრთხო. დღესაც გვაქვს ასეთ პრობლემური ადგილები, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება და უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაბამისი ღონისძიებების გატარება“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კალაძე ასახელებს, როდის დასრულდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები