ლევან ჟორჟოლიანი: ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე, 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, გვაქვს 40%-იანი ზრდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 20%-იანი, რაც ადასტურებს ახალგაზრდების მზარდ ინტერესს, საჯარო სამსახურში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე 2025 წლის მონაცემებთან შედარებით 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში ზრდა 20%-ია.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, გვაქვს 40-პროცენტიანი ზრდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 20-პროცენტიანი ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან გამოცხადდა.
"პროგრამა მოიცავს 364 დაწესებულების მიერ გამოქვეყნებულ 3 400-ზე მეტ ვაკანსიას, რომელზეც გაკეთდა 55 800-ზე მეტი განაცხადი, საიდანაც უნიკალური იყო 5 600-ზე მეტი. 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, გვაქვს 40-პროცენტიანი ზრდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 20-პროცენტიანი ზრდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალგაზრდების, კურსდამთავრებულების მზარდ ინტერესს, საჯარო სამსახურში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია და ის ცოდნა, რომელიც მათ მიიღეს უნივერსიტეტში, გამოიყენონ უკვე პრაქტიკულ საქმიანობაში", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ციტატები სტატიიდან
„პროგრამა მოიცავს 364 დაწესებულების მიერ გამოქვეყნებულ 3 400-ზე მეტ ვაკანსიას, რომელზეც გაკეთდა 55 800-ზე მეტი განაცხადი, საიდანაც უნიკალური იყო 5 600-ზე მეტი. 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, გვაქვს 40-პროცენტიანი ზრდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 20-პროცენტიანი ზრდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალგაზრდების, კურსდამთავრებულების მზარდ ინტერესს, საჯარო სამსახურში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია და ის ცოდნა, რომელიც მათ მიიღეს უნივერსიტეტში, გამოიყენონ უკვე პრაქტიკულ საქმიანობაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.