როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს ქალაქებსა და დედაქალაქში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო მთიან რეგიონებსა და შიდა ქართლში იწვიმებს.

13 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც უნალექო ამინდია. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +29, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმშიც. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 5 გრადუსი იქნება.
ბორჯომში წვიმიანი დღეა, +22 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 3 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმს. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +15, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მცირე ნალექს ელოდებიან. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.