ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - მხოლოდ დღეს რუსებმა უკრაინაში ექვს ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყეს - ეს ხდება, როცა რუსეთი ომის მანქანისთვის უფრო მაღალი შემოსავლების პერსპექტივას ხედავს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში ერთ დღეში ექვს ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყა, რის შედეგადაც 33 ადამიანი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მოსკოვს ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა არ სურს და ტერორისტული დარტყმების გაგრძელებას აპირებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი - მხოლოდ დღეს რუსებმა უკრაინაში ექვს ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყეს - ეს ხდება, როცა რუსეთი ომის მანქანისთვის უფრო მაღალი შემოსავლების პერსპექტივას ხედავს
ვოლოდიმირ ზელენსკი - მხოლოდ დღეს რუსებმა უკრაინაში ექვს ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყეს - ეს ხდება, როცა რუსეთი ომის მანქანისთვის უფრო მაღალი შემოსავლების პერსპექტივას ხედავსინტერპრესნიუსი

მხოლოდ დღეს რუსებმა უკრაინაში ექვსი ენერგეტიკული ობიექტი დაბომბეს - ეს ხდება, როდესაც რუსეთი ომის მანქანისთვის უფრო მაღალი შემოსავლების პერსპექტივას ხედავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

“მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს ევროკავშირის ახალი სასანქციო პაკეტის მიღებისთვის, რომელიც მიზანში იღებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს „ენერგეტიკული ცეცხლის“ შეწყვეტის შეთავაზებაზე თანხმობა არ სურს და ტერორისტული დარტყმების გაგრძელებას აპირებს.

„სულ უფრო თვალსაჩინოა, რომ რუსეთს არ სურს შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება და აპირებს თავისი ტერორისტული საჰაერო დარტყმების გაგრძელებას ჩვენი ხალხისა და დასახლებების წინააღმდეგ.

მხოლოდ დღეს რუსებმა უკრაინაში ექვს ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყეს. ქვეყნის მასშტაბით 33 ადამიანი დაშავდა. ეს ხდება, როდესაც რუსეთი თავისი ომის მანქანისთვის უფრო მაღალი შემოსავლების პერსპექტივას ხედავს. შესაბამისად, მეტი ზეწოლა რუსულ კომპანიებზე - კერძოდ მათზე, ვინც ჩართული არიან ბალისტიკური რაკეტებისა და “შაჰედების” წარმოებაში - სწორი და აუცილებელი სიგნალია თუ სერიოზულად ვუდგებით რუსეთის ომის დასრულებას.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობს იმაზე, რომ ძალის მეშვეობით მშვიდობა შესაძლებელი გახადოს”, - წერს ზელენსკი.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?