ვოლოდიმირ ზელენსკი - რაც ამერიკის პრეზიდენტმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რუსეთმა 76-ჯერ დაარტყა უკრაინის ენერგეტიკას - ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ რუსეთი არავითარ ნაბიჯებს არ დგამს სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკას 76-ჯერ დაარტყა. მისი თქმით, ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ მოსკოვი სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ არავითარ ნაბიჯს არ დგამს.

მას შემდეგ, რაც ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რუსეთმა 76-ჯერ დაარტყა უკრაინულ ენერგეტიკას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
“მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა ერთი კვირის წინ, რუსეთმა 76-ჯერ განზრახ დაარტყა უკრაინის ენერგეტიკას და ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორებს. მხოლოდ წინა ღამეს, დარტყმები იყო ქვესადგურებზე ვინიცაში, ჟიტომირში, ხმელნიცკისა და ოდესის რეგიონებში. ათობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე რჩება…
ამ დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია - და რუსები ელექტროენერგიის სრული გათიშვის გამოწვევას ცდილობენ. და ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ რუსეთი არავითარ საპასუხო ნაბიჯებს არ დგამს სანქციების შემსუბუქების ან შეთანხმებების საპასუხოდ. პირიქით, ისინი ყოველ სიგნალს აღიქვამენ, როგორც ფულის შოვნის შესაძლებლობას, როგორც დასტურის, რომ ომზე გაკეთებულ მათ ფსონს შედეგი მოაქვს და მათ შეუძლიათ ბრძოლის გაგრძელება. რუსეთის ამ პოზიციის გამო გრძელდება ომი, არა იმიტომ, რომ უკრაინა სამართლიანად იცავს საკუთარ თავს. სწორედ რუსეთი უნდა აღმოჩნდეს ზეწოლის ქვეშ, რათა მშვიდობას ჰქონდეს შანსი. მადლობა ყველას, ვისაც ესმის ეს გვეხმარება”, - წერს ზელენსკი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიზელენსკი: ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგეტიკული ზავის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებს 76-ჯერ დაარტყა
- რადიო თავისუფლებაზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 76 იერიში მიიტანა
- ფორმულაზელენსკი: ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ რუსეთი ნაბიჯს არ დგამს
ციტატები სტატიიდან
„მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა ერთი კვირის წინ, რუსეთმა 76-ჯერ განზრახ დაარტყა უკრაინის ენერგეტიკას და ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორებს. მხოლოდ წინა ღამეს, დარტყმები იყო ქვესადგურებზე ვინიცაში, ჟიტომირში, ხმელნიცკისა და ოდესის რეგიონებში. ათობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე რჩება… ამ დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია - და რუსები ელექტროენერგიის სრული გათიშვის გამოწვევას ცდილობენ. და ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ რუსეთი არავითარ საპასუხო ნაბიჯებს არ დგამს სანქციების შემსუბუქების ან შეთანხმებების საპასუხოდ. პირიქით, ისინი ყოველ სიგნალს აღიქვამენ, როგორც ფულის შოვნის შესაძლებლობას, როგორც დასტურის, რომ ომზე გაკეთებულ მათ ფსონს შედეგი მოაქვს და მათ შეუძლიათ ბრძოლის გაგრძელება. რუსეთის ამ პოზიციის გამო გრძელდება ომი, არა იმიტომ, რომ უკრაინა სამართლიანად იცავს საკუთარ თავს. სწორედ რუსეთი უნდა აღმოჩნდეს ზეწოლის ქვეშ, რათა მშვიდობას ჰქონდეს შანსი. მადლობა ყველას, ვისაც ესმის ეს გვეხმარება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…