პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბსოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება, სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს პენსიებზე, სოციალურ დახმარებასა და ჯანდაცვაზე ხარჯავს, რაც აბსოლუტური ზღვარია და ამაზე მეტის დახარჯვა ეკონომიკურ ზრდას დაამუხრუჭებს.

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბსოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება, სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე
იმედინიუსი

სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე. მთავარი, რაც აჩვენებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას, არის ის, რომ პენსიების და მთლიანად სოციალური ბიუჯეტის წილი სახელმწიფო ბიუჯეტში გადაცდა 35%-ს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.

მისივე თქმით, ამაზე მეტს თუ ხარჯავს სახელმწიფო სოციალურზე, მათ შორის პენსიებზე, პირდაპირ ურტყამს ეკონომიკურ ზრდას, რაც საბოლოო ჯამში, ისევ მოსახლეობაზე აისახება.

„ეს მაჩვენებელი 2012 წელს — ანუ ერთი, რომ ოთხჯერ ნაკლები ხომ იყო სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგრამ წილობრივადაც დღეს არის 35%-ზე მეტი, ანუ ზღვარზე ვართ უკვე. ამაზე მეტს თუ ხარჯავ სოციალურზე, მათ შორის პენსიებზე, პირდაპირ ურტყამ ეკონომიკურ ზრდას, რაც საბოლოო ჯამში ისევ მოსახლეობაზე აისახება. ჩვენ ზღვარზე ვართ უკვე: 35%-ზე მეტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დახარჯოს სახელმწიფომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალურზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ ამუხრუჭებ ეკონომიკურ ზრდას და ამ ზღვარზე ვართ 35%-იან ზღვარზე იმ პენსიით, მათ შორის, რომელიც არის დადგენილი. პენსიას ემატება ასევე სოციალური დახმარება, რომელიც არის დაახლოებით 6-ჯერ გაზრდილი 2012 წლის შემდეგ საერთო მოცულობა, ამას ემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ჯანდაცვის სხვა პროგრამები და არაერთი სხვა სოციალური შეღავათი. სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბსოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება,“- აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება, სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ არის გაზრდილი, ჩვენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%, ამით საქართველო პირველ ადგილზეა არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები