ფიფიას თქმით, რუსეთში საქართველოდან სხვა პროდუქტების იმპორტის აკრძალვაც იგეგმება
მამუკა ფიფიას განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოდან გარკვეული პროდუქტების იმპორტის აკრძალვა მხოლოდ პირველი ტალღაა და მომავალში სანქციები სხვა კომპანიებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციასაც შეეხება.

საქართველოში რეგისტრირებული ღიად პრორუსული პარტიის ლიდერის, პუტინისტ მამუკა ფიფიას თქმით, რუსეთში საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტის აკრძალვა "მხოლოდ პირველი ტალღაა" და მომავალში აკრძალვები სხვა კომპანიებსა და სხვა პროდუქტებსაც შეეხება.
ფიფია წერს, რომ "ეს პროცესი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც გავრცელდება".
ამის შესახებ ფიფია Facebook-ზე წერს და მის მიერ ფორმულას ეთერში გაკეთებულ განცხადებას აზიარებს.
"დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მიერ ქართული პროდუქციის - მათ შორის ადგილობრივი Coca-Cola-ს, მინერალური წყალი "ნაბეღლავისა" და წამყვანი მეღვინეობების ნაწარმის ბაზრიდან გაწვევისა და აკრძალვის შესახებ, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა, რეალურად, ეს პროცესი პროგნოზირებადი იყო.
ჯერ კიდევ ივლისში გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 40-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წინააღმდეგ მზადდება სანქციები.
სამწუხარო ფაქტია და ეს მხოლოდ პირველი ტალღაა, კიდევ იქნება 2-3 ტალღა. სანქციები 40-ზე მეტ კომპანიას ეხება და ჯერჯერობით მხოლოდ მინერალურ წყალს, ლუდსა და ალკოჰოლს შეეხო, თუმცა შემდგომში ეს პროცესი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც გავრცელდება!" - წერს ფიფია.
ცოტა ხნით ადრე, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საქართველოდან გარკვეული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების, მათ შორის "ნაბეღლავის", იმპორტი აკრძალა.
მანამდე, ივლისში ფიფიამ Соловьёв LIVE-თან ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი განიხილავს 40-ზე მეტი ქართული კომპანიის აკრძალვას, რომლებიც, მისი თქმით, რუსეთში ნაშოვნი ფულით საქართველოში "რუსოფობიასთან" ერთად ანტირუსულ და ანტისამთავრობო აქციებს აფინანსებენ.
პრორუსი ფიფიას თქმით, კრემლმა შესაძლოა 'რუსოფობიის' ხელშემწყობი ქართული კომპანიები აკრძალოს
"ეს კომპანიები საქართველოში რუსოფობიური განწყობების დაფინანსებაში არიან ჩართული." – აღნიშნა მან და განმარტა, რომ აკრძალვა 40-ზე მეტ უდიდეს კომპანიას შეეხება: "სია კვლავ იზრდება, მაგრამ უკვე მოიცავს 40-ზე მეტ კომპანიას".
ციტატები სტატიიდან
„ეს კომპანიები საქართველოში რუსოფობიური განწყობების დაფინანსებაში არიან ჩართული.“
„სია კვლავ იზრდება, მაგრამ უკვე მოიცავს 40-ზე მეტ კომპანიას“
„ეს პროცესი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც გავრცელდება“
„და წამყვანი მეღვინეობების ნაწარმის ბაზრიდან გაწვევისა და აკრძალვის შესახებ, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა, რეალურად, ეს პროცესი პროგნოზირებადი იყო. ჯერ კიდევ ივლისში გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 40-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წინააღმდეგ მზადდება სანქციები. სამწუხარო ფაქტია და ეს მხოლოდ პირველი ტალღაა, კიდევ იქნება 2-3 ტალღა. სანქციები 40-ზე მეტ კომპანიას ეხება და ჯერჯერობით მხოლოდ მინერალურ წყალს, ლუდსა და ალკოჰოლს შეეხო, თუმცა შემდგომში ეს პროცესი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც გავრცელდება!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…