ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

კახა კალაძე კაია კალასზე: რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კაია კალასი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას რუკაზე საქართველოს პოვნაც გაუჭირდება, მთავარი ინტერესი კი ქვეყნის სათავეში აგენტურული ქსელის მოყვანაა.

კახა კალაძე კაია კალასზე: რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის
კახა კალაძე კაია კალასზე: რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არისრუსთავი 2

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტერიალამდე კაია კალასის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვისაც სწორი დამოკიდებულება აქვს და პოლიტიკური სპეკულაციებით დაკავებული არ არის, ყველამ კარგად იცის საქართველოს მნიშვნელობა.

კალაძის თქმით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს საქართველოს რუკაზე პოვნაც კი გაუჭირდება.

"კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? ყველა ნორმალურ ადამიანს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ადგილი არ აქვს რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციებს, იცის საქართველოს მნიშვნელობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, ვიცით რა არის მთავარი ინტერესი - როგორმე თავიანთი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები მოიყვანონ ქვეყნის სათავეში, რომ შემდეგ ქვეყანა საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ და გააკეთებინონ, რაც მათ უნდათ, რაც უკრაინაში ხდება. ეს არის მართლაც სამწუხარო და გულდასაწყვეტი მაგალითი", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიის განვითარების კუთხით.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოს მნიშვნელობა - ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და სხვა თვალსაზრისითაც საქართველო მოწინავე ქვეყანაა. გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში როგორია ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არა ისე, როგორც მათ აწყობთ, რომ აგინო, ბილწსიტყვაობა გამოიყენო, შეურაცხყოფა მიაყენო, დააბულინგო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. თუ სხვანაირად ფიქრობ, გადაგივლიან. ეს მათთვის დემოკრატიაა, ჩვენთვის არ არის ეს დემოკრატია. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს და ასეთ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ", - აღნიშნა კალაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? ყველა ნორმალურ ადამიანს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ადგილი არ აქვს რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციებს, იცის საქართველოს მნიშვნელობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, ვიცით რა არის მთავარი ინტერესი - როგორმე თავიანთი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები მოიყვანონ ქვეყნის სათავეში, რომ შემდეგ ქვეყანა საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ და გააკეთებინონ, რაც მათ უნდათ, რაც უკრაინაში ხდება. ეს არის მართლაც სამწუხარო და გულდასაწყვეტი მაგალითი“
კახა კალაძე
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოს მნიშვნელობა - ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და სხვა თვალსაზრისითაც საქართველო მოწინავე ქვეყანაა. გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში როგორია ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არა ისე, როგორც მათ აწყობთ, რომ აგინო, ბილწსიტყვაობა გამოიყენო, შეურაცხყოფა მიაყენო, დააბულინგო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. თუ სხვანაირად ფიქრობ, გადაგივლიან. ეს მათთვის დემოკრატიაა, ჩვენთვის არ არის ეს დემოკრატია. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს და ასეთ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?