პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე – უსამშობლო ადამიანებს ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ „უსამშობლო ადამიანებს“ ყველა წარმატებული პატრიოტი ეზიზღებათ, სპორტსმენებს პოზიციის გამო აბულინგებენ და თავად გარედან იმართებიან და ფინანსდებიან.

კახა კალაძე – უსამშობლო ადამიანებს ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს
პირველი არხი

ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ბულინგის თემაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მსგავსი თავდასხმების სამიზნე ყველა ის ადამიანი ხდება, ვისაც ქვეყნის მიმართ პატრიოტული პოზიცია აქვს.

„ლაშა არის გმირი სულით და ღირსეული კაცია, ნამდვილი ქართველი მამულიშვილი, რომელსაც მართლა უყვარს თავისი სამშობლო და ნუ გაგვიკვირდებათ, თუ უსამშობლო ადამიანებს ლაშა ბექაური არ მოსწონთ. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ლაშას მიმართ აქვთ. თუ დავაკვირდებით, ეზიზღებათ ყველა წარმატებული ადამიანი, ვისაც სწორი პოზიცია უჭირავს, ქვეყანა უყვარს და ვისთვისაც საქართველო მხოლოდ ტერიტორია არ არის. ისინი ყველა ასეთ ადამიანს აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ გაიხსენა ქართველი ფეხბურთელების შემთხვევაც და აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრის გამო შეურაცხყოფას მათაც აყენებდნენ.

„გავიხსენოთ თუნდაც ფეხბურთელები. როგორ შეურაცხყოფდნენ მათ, რადგან მათ პოზიციას არ იკავებდნენ. ყველამ ვიცით, ეს ადამიანები გარედან იმართებიან, საერთოდ სამშობლო არ გააჩნიათ და არავის არ ეკუთვნიან – არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარ ქვეყანას. ისინი ჩვეულებრივ დავალებებს იღებენ გარედან, თავიანთი პატრონები ჰყავთ, მათგან ფინანსდებიან და იმიტომ არიან ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან დღეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს
  2. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ბულინგი და სიძულვილის ენა ლაშა ბექაურის წინააღმდეგ - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის და ბაქოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გმირს ოპოზიციის ნაწილი და აქტივისტები შეურაცხყოფებს აყენებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები