კახა კალაძე: “უსამშობლო აგენტურამ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა 2012 წლამდე დაიწყო.
კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა 2012 წლამდე დაიწყო და ოპოზიცია გარე ძალების დავალებებს ასრულებს. მისი თქმით, მოსახლეობა კარგად არჩევს ვინ ვინ არის და ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.

“უსამშობლო აგენტურის წევრები როგორც მოქმედებენ ან რა განცხადებებსაც აკეთებენ, ეს მათი დაგეგმილი არაა. ცხადია, ისინი გარედან, მათი პატრონების მითითებს ასრულებენ. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 2012 წლამდე დაიწყო”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, რითაც “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წამოწყებულ კამპანიას გამოეხმაურა.
“აკეთებდნენ ცილისმწამებლურ განცხადებებს, აყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს დავალება აქვთ ახლაც მიცემული და აგრძელებენ მსგავს ქმედებებს. ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროს როგორებიც იყვნენ და ახლა როგორებიც არიან, აქვთ მცდელობა, რომ იგივე სხვას დააბრალონ.
თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”. ეს არ არის, უბრალოდ, სიტყვები. ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს.
მართალია, ისინი გარე ძალებისგან იმართებიან და ყველა მათი ქმედება თავიანთი პატრონებისგან დავალებული აქვთ, თუმცა, მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად არჩევს, ვინ ვინ არის, ვინ რას წარმოადგენს. ამიტომაც არიან ეს ოპოზიცურად განწყობილი, უსამშობლო ადამიანები ამ მდგომარეობაში – მათ არანაირი მხარდაჭერა ხალხისგან არ აქვთ, განულებული და გაუბედურებულები არიან”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ციტატები სტატიიდან
„უსამშობლო აგენტურის წევრები როგორც მოქმედებენ ან რა განცხადებებსაც აკეთებენ, ეს მათი დაგეგმილი არაა. ცხადია, ისინი გარედან, მათი პატრონების მითითებს ასრულებენ. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 2012 წლამდე დაიწყო“
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.