ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ლაშა ბექაურსა და სხვა სპორტსმენებს გარედან დაფინანსებული და მართული ჯგუფები აბულინგებენ, რადგან მათ ყველა წარმატებული და პატრიოტი ადამიანი ეზიზღებათ.

კახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს
კახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარსრუსთავი 2

"ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ გამოხატული ბულინგის თემაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მსგავსი თავდასხმების სამიზნე ყველა ის ადამიანი ხდება, ვისაც ქვეყნის მიმართ პატრიოტული პოზიცია აქვს.

"ლაშა არის გმირი სულით და ღირსეული კაცია, ნამდვილი ქართველი მამულიშვილი, რომელსაც მართლა უყვარს თავისი სამშობლო და ნუ გაგიკვირდებათ, თუ უსამშობლო ადამიანებს ლაშა ბექაური არ მოსწონთ. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ლაშას მიმართ აქვთ. თუ დავაკვირდებით, ეზიზღებათ ყველა წარმატებული ადამიანი, რომელსაც სწორი პოზიცია უჭირავს, ქვეყანა უყვარს და ვისთვისაც საქართველო მხოლოდ ტერიტორიები არ არის. ისინი ყველა ასეთ ადამიანს აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ გაიხსენა ქართველი ფეხბურთელების შემთხვევაც და აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრის გამო შეურაცხყოფას მათაც აყენებდნენ.

"გავიხსენოთ თუნდაც ფეხბურთელები. როგორ შეურაცხყოფდნენ მათ, რადგან მათ პოზიციას არ იკავებდნენ. ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები გარედან იმართებიან, საერთოდ სამშობლო არ გააჩნიათ და არავის არ ეკუთვნიან - არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარ ქვეყანას. ისინი ჩვეულებრივ დავალებებს იღებენ გარედან, თავიანთი პატრონები ჰყავთ, მათგან ფინანსდებიან და იმიტომ არიან ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან დღეს", - განაცხადა თბილისის მერმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს“
კახა კალაძე
„ლაშა არის გმირი სულით და ღირსეული კაცია, ნამდვილი ქართველი მამულიშვილი, რომელსაც მართლა უყვარს თავისი სამშობლო და ნუ გაგიკვირდებათ, თუ უსამშობლო ადამიანებს ლაშა ბექაური არ მოსწონთ. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ლაშას მიმართ აქვთ. თუ დავაკვირდებით, ეზიზღებათ ყველა წარმატებული ადამიანი, რომელსაც სწორი პოზიცია უჭირავს, ქვეყანა უყვარს და ვისთვისაც საქართველო მხოლოდ ტერიტორიები არ არის. ისინი ყველა ასეთ ადამიანს აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ“
„გავიხსენოთ თუნდაც ფეხბურთელები. როგორ შეურაცხყოფდნენ მათ, რადგან მათ პოზიციას არ იკავებდნენ. ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები გარედან იმართებიან, საერთოდ სამშობლო არ გააჩნიათ და არავის არ ეკუთვნიან - არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარ ქვეყანას. ისინი ჩვეულებრივ დავალებებს იღებენ გარედან, თავიანთი პატრონები ჰყავთ, მათგან ფინანსდებიან და იმიტომ არიან ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან დღეს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?