ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას და მნიშვნელოვანია, რუსეთმაც დაუჭიროს მას მხარი - ველოდებით დეტალებს ამერიკული მხარისგან

ნატო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მხარს უჭერს დონალდ ტრამპის ინიციატივას ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ელოდება დეტალებს აშშ-ის მხარისგან, თუმცა გადამწყვეტია, ინიციატივას რუსეთმაც დაუჭიროს მხარი.

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას და მნიშვნელოვანია, რუსეთმაც დაუჭიროს მას მხარი - ველოდებით დეტალებს ამერიკული მხარისგან
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას და მნიშვნელოვანია, რუსეთმაც დაუჭიროს მას მხარი - ველოდებით დეტალებს ამერიკული მხარისგანინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარი გამართა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან.

ზელენსკის ინფორმაციით, ლიდერებთან განიხილა პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული „ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის“ საკითხი.

„ახლახან ვესაუბრე მარკ კარნის, ალექსანდრ სტუბსა და მარკ რუტეს. ჩვენ განვიხილეთ პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული „ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის“ საკითხი. უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმაც დაუჭიროს მას მხარი. ველოდებით დეტალებს ამერიკული მხარისგან. თავის მხრივ, უკრაინა ყოველთვის სრულად უჭერს მხარს დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, ადამიანთა სიცოცხლის დაცვასა და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუცილებელია ომის დასასრულებლად და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად”, - წერს ზელენსკი.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?