პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცებით, რუსეთი და უკრაინა „ენერგეტიკულ ზავზე“ შეთანხმდნენ, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს სიახლეა, თუმცა რუსეთის მზაობის შემთხვევაში უკრაინაც თანახმაა.

ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ფორმულა

აშშ-ის პრეზიდენტმა დომალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი და უკრაინა "ენერგეტიკულ ზავზე" შეთანხმდნენ.

"ამ მომენტიდან რუსეთსა და უკრაინას შორის ომში "ენერგეტიკული ზავი" მოქმედებს - ამაზე ორივე მხარე შეთანხმდა.

არ დაარღვიოთ!

გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის", - წერს ტრამპი.

უკრაინასა და რუსეთს შეთანხმება ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.

"ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლეა. მაგრამ თუ რუსები ენერგეტიკულ ზავზე თანახმა არიან, უკრაინაც დათანხმდება.

თუ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს პუტინთან შეათანხმა, გთხოვთ, გვითხრათ, როდის იწყება ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ მზად ვართ და დავთანხმდებით" - უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-ის ჟურნალისტს.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ ტრამპის განცხადება მათთვის მოულოდნელი იყო, თუმცა უკრაინა დათანხმდება, თუ რუსეთიც გაიზიარებს პირობებს..

მედიის ინფორმაციით, დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმების გამოცხადების პარალელურად, მაიამიში დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებს შორის. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი.

მანამდე, ტრამპმა ზელენსკის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტისაკენ მოუწოდა. ტრამპის მტკიცებით, ზელენსკის ქმედებები ამერიკელ ფერმერებს აზარალებს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯები ორმხრივი იქნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ.
  2. ტაბულაოპოზიციურირუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ – ტრამპი
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ამოქმედდა "ენერგეტიკული ზავი"
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „ენერგეტიკული ზავის" შესახებ ინფორმაცია მისთვის სიახლე იყო, თუმცა თუ რუსები დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ მომენტიდან რუსეთსა და უკრაინას შორის ომში "ენერგეტიკული ზავი" მოქმედებს - ამაზე ორივე მხარე შეთანხმდა. არ დაარღვიოთ! გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის“
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლეა. მაგრამ თუ რუსები ენერგეტიკულ ზავზე თანახმა არიან, უკრაინაც დათანხმდება. თუ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს პუტინთან შეათანხმა, გთხოვთ, გვითხრათ, როდის იწყება ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ მზად ვართ და დავთანხმდებით“
ვოლოდიმირ ზელენსკიმ
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: უკრაინამ პარტნიორებს შესთავაზა, რუსეთთან ინფრასტრუქტურულ დარტყმებზე შეთანხმებას მიაღწიონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები