ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „ენერგეტიკული ზავის" შესახებ ინფორმაცია მისთვის სიახლე იყო, თუმცა თუ რუსები დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება
დონალდ ტრამპის მიერ „ენერგეტიკული ზავის“ გამოცხადების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მისთვის სიახლე იყო, თუმცა რუსეთის დათანხმების შემთხვევაში უკრაინაც მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას და აღნიშნა, რომ "ენერგეტიკული ზავის" შესახებ ინფორმაცია „მისთვის სიახლე იყო“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა Axios-თან საუბრისას დასძინა: „თუმცა, თუ რუსები ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება“.
მოსკოვს საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგა ენერგეტიკულ სფეროში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც „დაუყოვნებლივ“ ამოქმედდება. „დაუყოვნებლივ ძალაში შედის „ენერგეტიკული ზავი“ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში. ორივე მხარე დათანხმდა. არ დაარღვიოთ იგი! მადლობა ყურადღებისთვის“, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
ციტატები სტატიიდან
„თუმცა, თუ რუსები ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება“
„დაუყოვნებლივ ძალაში შედის „ენერგეტიკული ზავი“ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში. ორივე მხარე დათანხმდა. არ დაარღვიოთ იგი! მადლობა ყურადღებისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.