პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმას ამზადებდა

პოლონეთში დააკავეს კაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე თავდასხმას გეგმავდა. ოფიციალური ცნობით, ქვეყნის მოქალაქე ქვემო სილეზიაში აიყვანეს.

პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმას ამზადებდა
რადიო თავისუფლება

პოლონეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა.

სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორის პრესმდივანმა იაცეკ დობჟინსკიმ ტელეკომპანია TVN24-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ ბრალდებული პოლონეთის მოქალაქეა და ის ქვემო სილეზიაში დააკავეს.

იმის შესახებ, რომ პოლიციამ სავარაუდო თავდასხმის მომზადების თაობაზე შეტყობინება მიიღო, დობჟინსკიმ 11 ოქტომბერს დილით განაცხადა. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარჩინ კერვინსკიმ და სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორმა ტომაშ სემონიაკმა საფრთხესთან დაკავშირებით ზომების მიღების განკარგულება გასცეს.

შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ანტიტერორისტულ ცენტრში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა სასწრაფო თათბირი გაიმართა. დობჟინსკის თქმით, შესაძლო თავდასხმის შესახებ შეტყობინებები სახელმწიფო დაცვის სამსახურში ელექტრონული ფოსტით შევიდა. მთავრობის პრესმდივნის, ადამ შლაპკას განცხადებით, ეს მოხდა კვირას, დაახლოებით დილის შვიდ საათზე.

შეკითხვას, თუ რამდენად ხშირად იღებს ხელისუფლება მსგავს შეტყობინებებს, მან უპასუხა, რომ „საფრთხეებთან დაკავშირებული სიტუაციები, რა თქმა უნდა, ჩნდება“, თუმცა ეს შემთხვევა „გამორჩეულად საგანგაშო“ იყო.

TVN24-ის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ შეტყობინების შინაარსს გაეცნენ. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტექსტში ნათქვამი იყო შემდეგი:

„განმცხადებელი სოციალური ქსელების მეშვეობით დაუკავშირდა ერთ-ერთ რადიკალურ ორგანიზაციას, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავდასხმის განსახორციელებლად მოხალისეების ძიებაში. განმცხადებელმა განაცხადა, რომ შეხვდა მამაკაცს, სახელად კშიშტოფს, რომელთანაც იმსჯელა იარაღზე, მთავრობისადმი სიძულვილსა და დაგეგმილ მასობრივ მკვლელობაზე“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოპოლონეთის პოლიციამ ტუსკსა და კოსინიაკ-კამიშზე შესაძლო თავდასხმის შესახებ მიიღო ინფორმაცია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ საგანგებო შეხვედრა გამართეს
  3. ტაბულაოპოზიციურიპოლონეთის პოლიციამ ტუსკისა და თავდაცვის მინისტრის შესაძლო მკვლელობაზე ინფორმაცია მიიღო
  4. ტაბულაოპოზიციურიპოლონეთში დააკავეს კაცი, რომელიც ტუსკისა და თავდაცვის მინისტრის მკვლელობას გეგმავდა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და თავდცვის მინისტრის მკვლელობის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
  6. იმედინიუსისამთავრობოპოლონეთში დონალდ ტუსკზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთში იძიებენ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის მზადების შესახებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები