პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ საგანგებო შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე შესაძლო თავდასხმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. უწყებებმა შესაბამისი ზომების მიღების ბრძანება გასცეს.

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ საგანგებო შეხვედრა გამართეს
ინტერპრესნიუსი

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს მას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე შესაძლო თავდასხმის შესახებ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, კაროლინა გალეცკამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

მას საფრთხის ზუსტი ხასიათი და წყარო არ დაუსახელებია.

“შესაძლო თავდასხმის შესახებ პოლონეთის პოლიციის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მარცინ კიერვინსკიმ და სპეციალური სამსახურების კოორდინატორმა მინისტრმა ტომაშ სემონიაკმა ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღების ბრძანება გასცეს”, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, პოლონურმა კერძო მაუწყებელმა Radio Zet-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ საფრთხის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული წერილის სახით მიიღო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოპოლონეთის პოლიციამ ტუსკსა და კოსინიაკ-კამიშზე შესაძლო თავდასხმის შესახებ მიიღო ინფორმაცია
  2. ტაბულაოპოზიციურიპოლონეთის პოლიციამ ტუსკისა და თავდაცვის მინისტრის შესაძლო მკვლელობაზე ინფორმაცია მიიღო
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმას ამზადებდა
  4. ტაბულაოპოზიციურიპოლონეთში დააკავეს კაცი, რომელიც ტუსკისა და თავდაცვის მინისტრის მკვლელობას გეგმავდა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და თავდცვის მინისტრის მკვლელობის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
  6. იმედინიუსისამთავრობოპოლონეთში დონალდ ტუსკზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის შესახებ მოწოდებებს ავრცელებდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები