პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და თავდცვის მინისტრის მკვლელობის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი

პოლონეთში დააკავეს კაცი, რომელსაც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე თავდასხმის დაგეგმვაში ედება ბრალი. ხელისუფლების განცხადებით, ეჭვმიტანილი პოლონეთის მოქალაქეა და იგი ქვემო სილეზიის რეგიონში აიყვანეს.

პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და თავდცვის მინისტრის მკვლელობის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ინტერპრესნიუსი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დააკავეს პირი, რომელსაც მასსა და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მიზნით თავდასხმის დაგეგმვაში ედება ბრალი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ტუსკმა პოლიციას მადლობა გადაუხადა ეჭვმიტანილის დაკავებისას გამოჩენილი „ოპერატიული და გადამჭრელი ქმედებებისთვის“. სპეციალური სამსახურების კოორდინატორის პრესსპიკერმა იაცეკ დობჟინსკიმ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც პოლონეთის მოქალაქეა, ქვემო სილეზიის რეგიონში დააკავეს.

მანამდე, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მიიღო სარწმუნო ცნობები დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე შესაძლო თავდასხმების შესახებ.

გუშინ, დაგეგმილი თავდასხმების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა სპეციალური შეხვედრა გამართეს; უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოფიციალური პირები ამ საფრთხეს „უკიდურესად სერიოზულად“ აღიქვამენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, კაროლინა გალეცკას განცხადებით, გეგმა მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც სახელმწიფო დაცვის სამსახურმა, რომელიც მინისტრების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, პოლიციას ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინება გადაუგზავნა, რომელიც შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოპოლონეთის პოლიციამ ტუსკსა და კოსინიაკ-კამიშზე შესაძლო თავდასხმის შესახებ მიიღო ინფორმაცია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ საგანგებო შეხვედრა გამართეს
  3. ტაბულაოპოზიციურიპოლონეთის პოლიციამ ტუსკისა და თავდაცვის მინისტრის შესაძლო მკვლელობაზე ინფორმაცია მიიღო
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმას ამზადებდა
  5. ტაბულაოპოზიციურიპოლონეთში დააკავეს კაცი, რომელიც ტუსკისა და თავდაცვის მინისტრის მკვლელობას გეგმავდა
  6. იმედინიუსისამთავრობოპოლონეთში დონალდ ტუსკზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტუსკი: მივიღე ინფორმაცია, რომ ნოემბრის პირველ ნახევარში პოლონეთში შეიარაღებულ პირთა შემოჭრა იგეგმება. გვაქვს ცნობები გუშინდელი ღამიდანაც, რომ პოლონეთისა და რუსეთის საზღვარზე საეჭვო ქმედებებიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები