პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაცმა, რომელმაც სროლა ატეხა კრაკოვის ცენტრში, ჯერ საკუთარი მშობლები და და მოკლა

პოლონეთში კაცმა, რომელმაც კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად 6 ადამიანი მოკლა, მანამდე საკუთარი მშობლები და და დახოცა. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, მომხდარი ტერორისტული აქტია.

კაცმა, რომელმაც სროლა ატეხა კრაკოვის ცენტრში, ჯერ საკუთარი მშობლები და და მოკლა
რადიო თავისუფლება

პოლონეთის ქალაქ ოსტროვეც-სვენტოქშირსკში, კრაკოვიდან 200 კილომეტრში, პოლიციამ აღმოაჩინა სამი ადამიანის ცხედარი: 53 წლის მამაკაცისა და ორი ქალის (52 და 21 წლისა). პოლიციამ დაადასტურა, რომ ისინი არიან მშობლები და და იმ დამნაშავისა, რომელმაც 7 ნოემბერს, საღამოს, კრაკოვის ცენტრში უწესრიგო სროლა ატეხა. ისინი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ მოკლული.

დამნაშავის ვინაობა ჯერ არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ ის 24 წლისაა, ის პოლონეთის მოქალაქეა, წარმოშობით სვენტოქშირსკის სავოევოდოდან და ულტრამემარჯვენე შეხედულებებს ემხრობა. თავდამსხმელს წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი და აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვა. სამხედრო მოსამსახურე არ არის, თუმცა სამხედროს მსგავს ფორმაში იყო გამოწყობილი.

თვითმხილველების თქმით, დამნაშავე მოედანზე შავი ავტომობილით მივიდა, გაჩერდა, გადმოვიდა და ავტომატური იარაღით გახსნა ცეცხლი. სროლის ტყვიები მოხვდა გამვლელებს, აგრეთვე ტრამვაისა და მაღაზიას. დაზუსტებული მონაცემებით, დაიღუპა ოთხი ქალი და ორი მამაკაცი, რომელთა შორის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეცაა. პოლონეთის შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, 16 დაშავებულს შორის ხუთი უცხოელია: ავსტრიის, გერმანიის, პორტუგალიის, რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.

პოლიციას გამართული სროლის დროს თავდამსხმელი დაჭრეს და დააკავეს. მძიმე ჭრილობები მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმაც. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მარცინ კერვინსკის თქმით მათი ქცევა სამაგალითო და გმირული იყო. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა და პოლონეთის პოლიტიკოსებს მოუწოდა, ტრაგედია პოლიტიკურ დებატებში არ გამოიყენონ.

პოლონეთში გლოვაა გამოცხადებული. ამ თავდასხმის გამო მრავალი ქვეყნის ლიდერმა მიუსამძიმრა დაღუპულთა და დაჭრილთა ახლობლებს, პოლონეთის მთავრობასა და ხალხს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიპოლონეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა – დეტალები კრაკოვში მომხდარ თავდასხმაზე
  2. რუსთავი 2სამთავრობოკრაკოვში მომხდარი მკვლელობა ტერორისტულ აქტად განიხილება - პროკურატურა გამოძიებას იწყებს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შეიარაღებულმა პირმა კრაკოვის მთავარ მოედანზე ოთხი ქალი და ორი კაცი მოკლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები