პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთის პოლიციამ ტუსკისა და თავდაცვის მინისტრის შესაძლო მკვლელობაზე ინფორმაცია მიიღო

პოლონეთის პოლიციამ პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკისა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის შესაძლო მკვლელობის მცდელობაზე ინფორმაცია მიიღო. სპეცსამსახურების ცნობით, მუქარის შესრულების ალბათობა მაღალია და საფრთხე სასიკვდილოდ სერიოზულია.

პოლონეთის პოლიციამ ტუსკისა და თავდაცვის მინისტრის შესაძლო მკვლელობაზე ინფორმაცია მიიღო
ტაბულა

პოლონეთის პოლიციამ ქვეყნის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკისა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის შესაძლო მკვლელობის მცდელობაზე ინფორმაცია მიიღო.

ამასთან დაკავშირებით პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა და ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციასა და სახელმწიფო დაცვის სამსახურს დაქვემდებარებულმა უწყებებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს.

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, კაროლინა გალეცკამ თქვა, რომ პოლიციას პოტენციურ თავდასხმაზე შეტყობინება სახელწიფო დაცვის სამსახურმა გაუგზავნა.

პოლონეთის სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორის სპიკერმა, იაცეკ დობჟინსკიმ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ შესაძლო თავდასხმაზე საზოგადოებას სპეკულაციის თავიდან არიდების მიზნით აცნობეს და ხაზი გაუსვა, რომ საფრთხე "სასიკვდილოდ სერიოზულია".

"ამ მუქარების შესრულების მაღალ ალბათობაზე ვსაუბრობთ". - თქვა დობჟინსკიმ რეპორტიორებთან საუბრისას.

საქმის დეტალებთან და მუქარების გამავრცელებელი პირის ვინაობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოპოლონეთის პოლიციამ ტუსკსა და კოსინიაკ-კამიშზე შესაძლო თავდასხმის შესახებ მიიღო ინფორმაცია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ საგანგებო შეხვედრა გამართეს
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმას ამზადებდა
  4. ტაბულაოპოზიციურიპოლონეთში დააკავეს კაცი, რომელიც ტუსკისა და თავდაცვის მინისტრის მკვლელობას გეგმავდა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და თავდცვის მინისტრის მკვლელობის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
  6. იმედინიუსისამთავრობოპოლონეთში დონალდ ტუსკზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტუსკი: მივიღე ინფორმაცია, რომ ნოემბრის პირველ ნახევარში პოლონეთში შეიარაღებულ პირთა შემოჭრა იგეგმება. გვაქვს ცნობები გუშინდელი ღამიდანაც, რომ პოლონეთისა და რუსეთის საზღვარზე საეჭვო ქმედებებიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები