პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთში დააკავეს კაცი, რომელიც ტუსკისა და თავდაცვის მინისტრის მკვლელობას გეგმავდა

პოლონეთში დააკავეს კაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის მკვლელობას გეგმავდა, რის შესახებაც ინფორმაციას ოფიციალური პირები ავრცელებენ.

პოლონეთში დააკავეს კაცი, რომელიც ტუსკისა და თავდაცვის მინისტრის მკვლელობას გეგმავდა
ტაბულა

პოლონეთში დააკავეს კაცი, რომელიც ქვეყნის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკისა და თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის მკვლელობას გეგმავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტუსკი და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, მარჩინ კიერვინსკი X-ზე ავრცელებენ.

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ AFP-ს უთხრა, რომ ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს და ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა ტარდება. გამოცემას სამინისტროს სპიკერმა, კაროლინა გალეცკამ უთხრა, რომ "შემდგომ ამ კაცის შესახებ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, პოლიცია გადაამოწმებს".

კიერვინსკიმ TVP Info-ს უთხრა, რომ ეჭვმიტანილი დაახლოებით 60 წლისაა და ის ქვემო სილესიის რეგიონში დააკავეს. მისივე თქმით, სამართალდამცავები მამაკაცის "კონტაქტებსა და ინტერნეტ-აქტივობას იძიებენ.

"სამსახურებმა ის ინტერნეტში განთავსებული შიგთავსის საგულდაგულო ანალიზის შედეგად იპოვეს". - თქვა კიერვინსკიმ მაუწყებელთან საუბრისას.

ცოტა ხნით ადრე პოლონეთის პოლიციამ ქვეყნის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკისა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის შესაძლო მკვლელობის მცდელობაზე ინფორმაცია მიიღო.

ამასთან დაკავშირებით პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა და ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციასა და სახელმწიფო დაცვის სამსახურს დაქვემდებარებულმა უწყებებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოპოლონეთის პოლიციამ ტუსკსა და კოსინიაკ-კამიშზე შესაძლო თავდასხმის შესახებ მიიღო ინფორმაცია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ საგანგებო შეხვედრა გამართეს
  3. ტაბულაოპოზიციურიპოლონეთის პოლიციამ ტუსკისა და თავდაცვის მინისტრის შესაძლო მკვლელობაზე ინფორმაცია მიიღო
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმას ამზადებდა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და თავდცვის მინისტრის მკვლელობის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
  6. იმედინიუსისამთავრობოპოლონეთში დონალდ ტუსკზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტუსკი: მივიღე ინფორმაცია, რომ ნოემბრის პირველ ნახევარში პოლონეთში შეიარაღებულ პირთა შემოჭრა იგეგმება. გვაქვს ცნობები გუშინდელი ღამიდანაც, რომ პოლონეთისა და რუსეთის საზღვარზე საეჭვო ქმედებებიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები