რეზო კიკნაძე – ციხემ დედაჩემის და ორი ყველაზე ახლობლის ნომერი დაბლოკა – ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციებისას დაკავებული რეზო კიკნაძე აცხადებს, რომ ციხემ დედისა და ორი ახლობლის ნომრები დაუბლოკა და ბოლო ორი თვეა ზარების გარეშეა დარჩენილი. მისი თქმით, შეზღუდვას პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად ჩაწერილ ხმოვან შეტყობინებას უკავშირებს.

ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის გზავნილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც კიკნაძე წერს, აღნიშნულ შეზღუდვას პატიმარ გიორგი დავითაძისადმი მხარდამჭერ გზავნილს უკავშირებს.
„ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს. მიზეზი არ ვიცი, სავარაუდოდ, „ვოისი“ რომ ჩავწერე დავითაძის მხარდასაჭერად, ეგ უნდა იყოს ამ უმსგავსობის სათავე. დედაჩემის ნომერს რას ერჩოდნენ? სულ გარეკეს, მგონი”,- წერს კიკნაძე.
ციტატები სტატიიდან
„რომ ჩავწერე დავითაძის მხარდასაჭერად, ეგ უნდა იყოს ამ უმსგავსობის სათავე. დედაჩემის ნომერს რას ერჩოდნენ? სულ გარეკეს, მგონი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.