ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე

აქციებზე დაკავებული აქტივისტი რეზო კიკნაძე აცხადებს, რომ ციხემ დედისა და ორი ახლობლის ნომრები დაუბლოკა და ორი თვეა ზარების გარეშეა დარჩენილი. მისი ვარაუდით, შეზღუდვა პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერ ხმოვან მიმართვას უკავშირდება.

ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძეTV პირველი

აქციებზე დაკავებული აქტივისტი რეზო კიკნაძე აცხადებს, რომ პენიტენციურმა დაწესებულებამ დედისა და ორი უახლოესი ადამიანის ტელეფონის ნომერი დაუბლოკა, რის გამოც უკვე ორი თვეა, ახლობლებთან სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში აქტივისტი ვარაუდობს, რომ შეზღუდვა პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად ჩაწერილ ხმოვან მიმართვას უკავშირდება. მისი თქმით, ნომრების დაბლოკვის ოფიციალური მიზეზი მისთვის უცნობია.

ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს . მიზეზი არ ვიცი. სავარაუდოდ, ვოისი რომ ჩავწერე დავითაძის მხარდასაჭერად, ეგ უნდა იყოს ამ უმსგავსობის სათავე. დედაჩემის ნომერს რას ერჩოდნენ? სულ გარეკეს, მგონი, - ნათქვამია სოცქსელშ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?