ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის განცხადებას მისთვის სატელეფონო ზარების შეზღუდვის შესახებ

ტელეიმედი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის განცხადებას, რომლის მტკიცებითაც, დაწესებულებამ მას დედასთან და კიდევ ორ ახლობელთან სატელეფონო კავშირი დაუბლოკა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის განცხადებას მისთვის სატელეფონო ზარების შეზღუდვის შესახებ
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის განცხადებას მისთვის სატელეფონო ზარების შეზღუდვის შესახებიმედინიუსი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის განცხადებას მისთვის სატელეფონო ზარების შეზღუდვის შესახებ, - „იმედინიუსმა“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გადაამოწმა მსჯავრდებულ კიკნაძის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მას პენიტენციურმა დაწესებულებამ დედასთან და კიდევ ორ ახლობელთან სატელეფონო კავშირი დაუბლოკა.

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ მსჯავრდებულს შეუძლია, გამოითხოვოს და გაასაჯაროოს მისი სატელეფონო საუბრების ამონაწერი, საიდანაც ნათლად გამოჩნდება, როდის აქვს ბოლო სატელეფონო ზარი განხორციელებული.

მსჯავრდებულმა რეზო კიკნაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: „ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველ ჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს.“ ის წერს, რომ ამის სავარაუდო მიზეზი მსჯავრდებულ დავითაძის მხარდასაჭერად ჩაწერილი მისი „ვოისი“ გახდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველ ჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს.“
რეზო კიკნაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?