ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“აღარც შვილი მეყოლება ალბათ, აღარც მომავალი მექნება – როცა მომავალი უნდა შემექმნა მაგ დროს ჯურღმულში ვეგდე” – რეზო კიკნაძე

პროევროპული აქციებისას დაკავებული რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და წერს, რომ მისი ცხოვრება დასრულდა, რადგან მაშინ, როცა მომავალი უნდა შეექმნა, ჯურღმულში ეგდო, თუმცა თავის საქციელს არ ნანობს.

“აღარც შვილი მეყოლება ალბათ, აღარც მომავალი მექნება – როცა მომავალი უნდა შემექმნა მაგ დროს ჯურღმულში ვეგდე” – რეზო კიკნაძე
“აღარც შვილი მეყოლება ალბათ, აღარც მომავალი მექნება – როცა მომავალი უნდა შემექმნა მაგ დროს ჯურღმულში ვეგდე” – რეზო კიკნაძეალია

პროევროპული აქციებისას დაკავებული რეზო კიკნაძე, სოციალურ ქსელში, მორიგ წერილს აქვეყნებს ციხიდან:

ხანდახან ფიქრები წამიღებს ხოლმე და თავისით მედარდება იმაზე რომ ჩემი ცხოვრება მორჩა, ფორმალურადღა უნდა ვიარსებო. აღარც შვილი მეყოლება ალბათ, აღარც მომავალი მექნება და არც რომელიმე ოცნება ამიხდება. რადგან როცა მომავალი უნდა შემექმნა მაგ დროს ჯურღმულში ვეგდე. იქ, სადაც მზესაც კი ეჯავრება შემოჭყეტა და ზიზღით არიდებს სხივებს.

შემოვედი 26 წლის და 100 წლის გავდივარ გაჭაღარავებული, თმაგაცვენილი და იმ უამრავი დაავადებებით სავსე, რის არსებობაზეც კი არ ვიცოდი იქამდე.

თითქოს რაც უფრო გადის დრო და ახლოვდება ჩემი გასვლა უფრო უნდა მიხაროდეს, მაგრამ პირიქითაა – რაც მეტი დრო გადის უქმად, უფრო მეტად ვიაზრებ დაკარგული წლების ფასს, იმ წლებიც, რომელსაც ვეღარავინ და ვერაფერი დააბრუნებს.

განა რამეს ვნანობ, ასიდან ასჯერვე ზუსტად იგივეს გავაკეთებდი, უბრალოდ ამით საკუთარ თავსაც გამოვუტანდი განაჩენს და წერტილს დავუსვამდი ცხოვრებას. აბა აქედან გასულმა როგორ უნდა იცხოვრო სულ სხვა პორტალში, ოთხჯერ უფრო დაბერებულმა და ისეთ დროს შემოსულმა აქ, არაფერი რომ არ გქონდა საერთოდ მოსწრებული და არაფერი შეგიქმნია, აქედან გასულმა რომ რამე შექმნა ეგ ხო სრული ზღაპარია.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მე დავსრულდი, აი ამ ისტორიისთვის ღირდა საერთოდ ყველაფერი, ხანმოკლე გამოდის ცხოვრება, მაგრამ რაც მთავარია ეს ამბავი იყო მასში:

დანი ( ჩემი 7 წლის დისშვილი) ყოველ დაბადების დღეს სუპერგმირების ტორტს ითხოვდა, ხან ჰალკის ტორტი ჰქონდა, ხან სპაიდერმენის, ხან ნარუტოსი. ერთხელ ჩემთან პაემანზე შემოსული მეუბნება:

-წელს შენი ტორტი მინდა

-ჩემი ტორტი რას ნიშნავს დანი?

-შენი ფოტო უნდა დავახატო ტორტს

-რატომ?

-შენ ხარ ჩემი სუპერგმირი და იმიტომ…

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
‘ხომ არ იცით, ეს ორი მოვლენა არის თუ არა ერთმანეთთან კავშირში?” – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები