ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

‘ხომ არ იცით, ეს ორი მოვლენა არის თუ არა ერთმანეთთან კავშირში?” – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან

აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე ციხიდან წერს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „ტაიმაუტი“ წამყვან გია თვალაბეიშვილის მიერ რუსი ფეხბურთელების გაშუქებაზე უარის თქმის შემდეგ ეთერში აღარ გასულა და კითხულობს, უკავშირდება თუ არა ეს მოვლენები ერთმანეთს.

‘ხომ არ იცით, ეს ორი მოვლენა არის თუ არა ერთმანეთთან კავშირში?” – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან
‘ხომ არ იცით, ეს ორი მოვლენა არის თუ არა ერთმანეთთან კავშირში?” – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდანალია

პროევროპული აქციებისას დაჭერილი რეზო კიკნაძე, ციხიდან წერილს აქვეყნებს:

მე და ირაკლი რეგულარულად ვუყურებდით სპორტულ გადაცემა „ტაიმაუტს“.

ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს, „ტაიმაუტში“, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის, წამყვანმა გია თვალაბეიშვილმა თქვა, რომ რუსი ფეხბურთელების გვარებს არ გააჟღერებდა და რუსების გოლებს მის გადაცემაში არასდროს აჩვენებდა. მე და ირაკლის გვესიამოვნა მისი ეს რეპლიკა. თან ჩავიცინეთ – ახლა ამის გამო არ გააგდონო ესო. მეორე დღეს, ჩვეულ დროს, ისევ ველოდებოდით გადაცემის დაწყებას, მაგრამ აღარ გაუშვეს. გაგიკვირდებათ და არც მესამე დღეს. ხომ არ იცით, ეს ორი მოვლენა არის თუ არა ერთმანეთთან კავშირში? რუს ქოცებისგან რაღაა გამორიცხული, რუსთა გამო ქართველების დასჯა ხო მათი მთავარი ხელწერაა.

პ.ს. ისე, ეს ცნობილი კომენტატორი, ბატონი გია, იმ ცხელ დღეებში – 2024 წლის დეკემბერში, რუსთაველზე, აქციაზე გალახული ვნახე.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რეზო კიკნაძე – ციხემ დედაჩემის და ორი ყველაზე ახლობლის ნომერი დაბლოკა – ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები