პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს N8 დაწესებულების მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის განცხადებას, რომ მას სატელეფონო ზარები შეუზღუდეს. უწყების მტკიცებით, მსჯავრდებულს კომუნიკაციაზე შეზღუდვა არ აქვს და ნებისმიერ ნომერზე დაუბრკოლებლად შეუძლია დარეკვა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს. როგორც "რუსთავი 2-ს" უწყებაში განუცხადეს, მსჯავრდებულს სატელეფონო კომუნიკაციაზე არანაირი შეზღუდვა არ აქვს და დაუბრკოლებლად შეუძლია სატელეფონო ზარების განხორციელება ნებისმიერ ნომერზე.
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ მსჯავრდებულს შეუძლია, გამოითხოვოს და გაასაჯაროოს მისი სატელეფონო საუბრების ამონაწერი, საიდანაც ნათლად გამოჩნდება, როდის აქვს ბოლოს სატელეფონო ზარი განხორციელებული.
ინფორმაციისთვის, N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა რეზო კიკნაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას სატელეფონო ზარების განხორციელება შეუზღუდეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.