ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ტრამპის ქცევა სამარცხვინოა“ - ბილ ბროუდერი

ბილ ბროუდერი დონალდ ტრამპის მიერ რუსეთიდან დიზელის შესყიდვის გადაწყვეტილებას „პუტინთან ეშმაკურ გარიგებას“ უწოდებს და მის ქცევას სამარცხვინოდ აფასებს. თავად ტრამპი აცხადებს, რომ მოსკოვისგან მილიონობით ტონა საწვავს მიიღებენ, პარალელურად კი ვოლოდიმირ ზელენსკის ომის გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

„ტრამპის ქცევა სამარცხვინოა“ - ბილ ბროუდერი
„ტრამპის ქცევა სამარცხვინოა“ - ბილ ბროუდერიTV პირველი

„პუტინთან ეშმაკურ გარიგებას“ და უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ახალ, ყველაზე დაბალ ნიშნულს უწოდებს ამერიკელი ფინანსისტი და კრემლის კრიტიკოსი ბილ ბროუდერი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რუსეთიდან მილიონობით ტონა დიზელის შესყიდვის შესახებ. ბროუდერი აცხადებს, რომ შეთანხმება ამერიკის ენერგეტიკულ ბაზარზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს, რადგან რუსული დიზელის მიწოდება აშშ-ის მოთხოვნის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.

ბროუდერი მწვავედ აკრიტიკებს ტრამპის განცხადებებს ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართითაც და მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის ამჟამინდელი პოლიტიკა უკრაინის მიმართ განსაკუთრებით სამარცხვინოა.

პირველ რიგში, ეს კომენტარი და მისი ქცევა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ უფრო სამარცხვინოა, ვიდრე ოვალურ ოფისში გამართული ის საშინელი შეხვედრა, სადაც ის და ჯეი დი ვენსი ვოლოდიმირ ზელენსკის საყვედურობდნენ და ამბობდნენ, რომ მას კოზირები არ აქვს და ა.შ. ეს, ალბათ, ახალი ყველაზე დაბალი ნიშნულია უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში. ახლა, ამ კომენტარამდე ვკითხულობდი ამერიკელების გამოკითხვას იმის შესახებ, მართებული იქნებოდა თუ არა აშშ-ისთვის რუსული დიზელის ყიდვა ფასების შემსუბუქების მიზნით. ამ გამოკითხვის რესპონდენტთა 95%-მა თქვა, რომ რუსული დიზელის ყიდვა არასწორი იქნებოდა. ეს არ არის პოპულარული პოლიტიკა — არც რესპუბლიკელებში და არც დემოკრატებში. ინტერნეტი და სოციალური მედია ფეთქდება აღშფოთებით ეშმაკთან ამ გარიგების გამო, რომელიც ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან დადო.“ პირველ რიგში, ციფრებს უნდა შევხედოთ. რეალური ციფრები უმნიშვნელოა. რუსული დიზელის საწვავის მთლიანი მიწოდება, პუტინს შეთანხმება სრულად რომც შეესრულებინა, ამერიკული მოთხოვნის მხოლოდ 1%-ს დაამატებდა. 1%-ს! და ეს იმ დაშვებით, რომ პუტინი გააკეთებს იმას, რაც თქვა. რამდენიც შემიძლია განვსაჯო, პუტინს თავად აქვს დიზელის საწვავის პრობლემა და არ მჯერა, რომ მას შეუძლია დიზელის იმ რაოდენობის მიწოდება, რაც მან ამ გარიგებით იკისრა საკუთარ თავზე..., - განაცხადა ბილ ბროუდერმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელს, ნოემბერში დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ კიდევ მილიონ ტონას.

ტრამპის განცხადებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსკოვი მოკლე დროში კიდევ 3 მილიონი ტონა დიზელის მიწოდებას შეძლებს. ჯამში საუბარია დაახლოებით 4.8 მილიონ ტონა საწვავზე.

პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ქვეყანას ახალი პრეზიდენტი სჭირდება, რომელსაც სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეეძლება.

ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლასა და ომის გაჭიანურებაში დაადანაშაულა:

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პუტინთან ეშმაკურ გარიგებას“
ბილ ბროუდერი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?