პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც დაპირისპირებაში გადაიზარდა

ისრაელის მედიის ცნობით, დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის ირანის თემაზე დაძაბული საუბარი გაიმართა, თუმცა ისრაელის პრემიერის ოფისი ამას „სრულ სისულელეს“ უწოდებს.

მედია: დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც დაპირისპირებაში გადაიზარდა
რუსთავი 2

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის მთავარი თემა ირანი იყო. საუბარი ისრაელსა და ვაშინგტონს შორის არსებული უთანხმოების ფონზე გაიმართა - მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ ისლამურ რესპუბლიკასთან ომის განახლების შესაძლებლობაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

რამდენიმე წყარო ადასტურებს, რომ სატელეფონო საუბარი განსაკუთრებით რთული და დაძაბული იყო. ერთ-ერთმა მას "ჯოჯოხეთური ყვირილის შეჯიბრიც" კი უწოდა.

მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ამგვარ შეფასებებს კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საუბარი სულაც არ ყოფილა რთული.

"ყალბი ამბავია, სრული სისულელე", - აცხადებენ ნეთანიაჰუს ოფისში.

ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ასევე დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის "რთული არ ყოფილა".

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის განცხადებით, ირანის ომის დასრულების მიმართულებით დადებითი დინამიკა შეინიშნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები