ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ტრამპი: უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის ყოლის დრო დადგა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას ვოლოდიმირ ზელენსკის სხვა ლიდერით ჩანაცვლებისკენ მოუწოდა, რათა შესაძლებელი გახდეს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. განცხადება მოჰყვა ტრამპის გადაწყვეტილებას რუსეთთან დიზელის საწვავის მიწოდების თაობაზე შეთანხმების შესახებ, რასაც უკრაინის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.

ტრამპი: უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის ყოლის დრო დადგა
ტრამპი: უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის ყოლის დრო დადგატაბულა

10 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას მოუწოდა, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისეთი პირით ჩაანაცვლოს, რომელიც ომის დასასრულებლად რუსეთთან შეთანხმების დადებას ისურვებს.

ტრამპის განცხადებით, ზელენსკის მრავალჯერ შეეძლო რუსეთთან შეთანხმების მიღწევა, "მაგრამ მან [ზელენსკიმ] გადაწყვიტა ეს არ გაეკეთებინა".

"მათ ვურჩევდი, ახალი ლიდერი აირჩიონ, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია... და მივიჩნევ, რომ უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის ყოლის დრო დადგა". - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტისაკენ მოუწოდა. მისი მტკიცებით, ზელენსკის ქმედებები ამერიკელ ფერმერებს აზარალებს.

"ჯობია, ეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნული განცხადება ზელენსკიზე მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან მის მიერ დადებული დიზელის გარიგება გააკრიტიკა.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

ტრამპმა ამის შესახებ 9 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა და პუტინთან საუბარს "უაღრესად წარმატებული" უწოდა.

მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელს, ნოემბერში დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ კიდევ მილიონ ტონას.

ტრამპის განცხადებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსკოვი მოკლე დროში კიდევ 3 მილიონი ტონა დიზელის მიწოდებას შეძლებს. ჯამში საუბარია დაახლოებით 4.8 მილიონ ტონა საწვავზე.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, საწვავის გაიაფება, განსაკუთრებით ამერიკელი ფერმერებისთვის, მესაქონლეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და Axios-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მას "სრულად საშინელი" და "პუტინისთვის განკუთვნილი დაბადების დღის საჩუქარი" უწოდა.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ მაიამიში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს "თვალის ასახვევად იყენებს", სანამ რუსეთთან შეთანხმებაზე საუბრობს და მათთვის დიზელის ექსპორტირების ნების დართვით ომში ფულს დებს.

ამასთან, მაიამიში აშშ-ს, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ვადაზე ადრე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ალექს რაუფოღლუ ავრცელებენ.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები 9 და 10 ოქტომბერს იგეგმებოდა და რუსეთის ომის დასრულებისა და დეესკალაციის შესაძლო გზების განხილვას ისახავდა მიზნად. თუმცა, მოლაპარაკებები 10 ოქტომბერს აღარ გაგრძელებულა.

Axios-ის ცნობით, ინფორმირებულმა ამერიკელმა თანამდებობის პირმა მათ განუცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან დიზელის საწვავის თაობაზე შეთანხმების დადება გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ აშშ-ს თხოვნა არ გაითვალისწინა.

გამოცემასთან საუბრისას ამერიკელმა თანამდებობის პირმა აღნიშნა, რომ უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინელებს შეახსენეს, რომ აშშ მათი მტკიცე პარტნიორია, რომელიც მათ საბრძოლო მასალითა და სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფს. უიტკოფისა და კუშნერის თქმით, უკრაინას ამიტომ არ უნდა გადაედგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ამერიკელ მომხმარებლებს აზიანებს.

"ქარხნებზე თავდასხმები მტკივნეულია რუსეთისთვის, თუმცა ის ზიანს აშშ-საც აყენებს". - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

რუსეთის ვიცეპრემიერის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, რუსეთი დიზელის საწვავის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას დაუყოვნებლივ დაიწყებს.

"როგორც გლობალურ ბაზარზე დიზელის საწვავის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი, რუსეთი, თავის მხრივ, ასევე დაუყოვნებლივ იწყებს დიზელის ექსპორტზე შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხსნას". - განუცხადა TASS-ს ნოვაკმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათ ვურჩევდი, ახალი ლიდერი აირჩიონ, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია... და მივიჩნევ, რომ უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის ყოლის დრო დადგა“
„ჯობია, ეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს“
დონალდ ტრამპი
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?