პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ილონ მასკი: დროა უკრაინას ახალი ლიდერი ჰყავდეს

ილონ მასკმა დონალდ ტრამპის განცხადებებს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ „ზელენსკი ძალიან შორს წავიდა“ და დროა უკრაინამ ახალი ლიდერი შეიძინოს.

ილონ მასკი: დროა უკრაინას ახალი ლიდერი ჰყავდეს
იმედინიუსი

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თითქოს „ეს ომი ბევრჯერ შეეძლო შეეწყვიტა, მაგრამ არჩია ეს არ გაეკეთებინა“ და რომ უკრაინას თითქოს ახალი ლიდერი სჭირდება.

მასკმა კომენტარი დატოვა საკუთარ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ მომხმარებლის მიერ გაზიარებულ ვიდეოზე, რომელზეც ტრამპი ამბობს, რომ უკრაინული დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მთელ მსოფლიოს საწვავთან დაკავშირებულ პრობლემებს უქმნის.

„ზელენსკი ძალიან შორს წავიდა“, - დაწერა მასკმა. მეორე კომენტარში კი აღნიშნა: „ვეთანხმები, დროა უკრაინამ ახალი ლიდერი შეიძინოს“.

9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმდა.ზელენსკიმ ტრამპის ეს ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკა და სანქციების მოხსნა აბსოლუტურად საშინელ ნაბიჯად შეაფასა. ამის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმასკი დაეთანხმა ტრამპს, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება და თქვა, რომ "ზელენსკი ძალიან შორს წავიდა"
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზელენსკი ძალიან შორს წავიდა“
„ვეთანხმები, დროა უკრაინამ ახალი ლიდერი შეიძინოს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ილონ მასკი: დროა, ზელენსკი წავიდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები