ხვიჩა კვარაცხელიამ „ლე მანს“ გაუტანა⚽
ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველი გოლი გაიტანა: სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ქართველმა ფეხბურთელმა „ლე მანს“ 61-ე წუთზე გაუტანა, მატჩი კი „პსჟ“-ის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველი გოლი გაიტანა. შეხვედრაში, რომელშიც „პსჟ“ „ლე მანს“ მასპინძლობდა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მეტოქის კარი მალევე, 61-ე წუთზე აიღო. ეს კვარაცხელიას პირველი გოლია ბოლო 11 მატჩის განმავლობაში.
შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ „პსჟ“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 11 ქულით მეხუთე ადგილზე.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.