პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დააკავეს კაცი, რომელმაც მეზობელი ე.წ. აბრეზით დაჭრა - ბათუმში მომხდა სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მეზობელი გადაჭრილი თოფიდან გასროლით ფეხში დაჭრა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვის მუხლებით მიმდინარეობს.

დააკავეს კაცი, რომელმაც მეზობელი ე.წ. აბრეზით დაჭრა - ბათუმში მომხდა სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები
TV პირველი

ბათუმში გუშინ ღამით მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ფაქტზე შსს-მ ერთი პირი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების ბრალდებით დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა.

დაჭრილი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპოლიციამ, ბათუმში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საგარეჯოში 2 ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები