სხვადასხვა · 27 ოქტომბერი, 01:22
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურში პსჟ-მ „ლიონი“ 2:0 დაამარცხა, ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა და 17 ქულით ჩემპიონატის ლიდერი გახდა.

ლიგა 1-ის მერვე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ლიონი“ 2:0 დაამარცხა.
პარიზულმა გუნდმა ტრავმირებული კვარაცხელიას, დემბელეს, მარკინიოსის და მენდეშის გარეშე ითამაშა, დიდ უპირატესობას ფლობდა და მეორე ტაიმში გატეხა მეტოქე.
პსჟ-მ ყველა ტურნირზე ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა, 17 ქულით ლიდერია და 30 ოქტომბერს გასვლაზე „ჰავრს“ დაუპირისპირდება.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ლიონი 2:0
გოლები: 1:0 მეილიუ (72), 2:0 გოდტსი (84)
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…