მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ლიგა 1-ის მერვე ტურში პსჟ-მ ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიასა და სხვა ლიდერების გარეშე „ლიონი“ 2:0 დაამარცხა და გათამაშების ლიდერი გახდა.

ლიგა 1-ის მერვე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ლიონი“ 2:0 დაამარცხა.
პარიზულმა გუნდმა ტრავმირებული კვარაცხელიას, დემბელეს, მარკინიოსის და მენდეშის გარეშე ითამაშა, დიდ უპირატესობას ფლობდა და მეორე ტაიმში გატეხა მეტოქე. "პარი სენ ჟერმენი" სენი მეილიუმ დააწინაურა, რომელმაც გოლი ხვიჩას სტილში აღნიშნა, საბოლოო ანგარიში კი სადებიუტო გოლით მიკა გოდსტმა დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებმა სტადიონზე "კვარას" მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს.
პსჟ-მ ყველა ტურნირზე ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა, 17 ქულით ლიდერია და 30 ოქტომბერს გასვლაზე „ჰავრს“ დაუპირისპირდება.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ლიონი 2:0
გოლები: 1:0 მეილიუ (72), 2:0 გოდტსი (84)
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…