დავით ჩხეიძე: ი.კობახიძემ ჩინეთს ამერიკისთვის ნიშნის მოგებით ისევ უწოდა "ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში"
დავით ჩხეიძე: ჩინეთს საქართველოსგან აინტერესებს შუა დერეფანი - როგორ მიაწოდოს ევროპას საკუთარი საქონელი ხმელეთით. რაც უფრო ახლოს მივა ევროპასთან მისი გავლენა, მოიგებს, მაგრამ მისი ძირითადი ინტერესი - ჰქონდეს გავლენა - მაინც შუა აზია არის.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ჩხეიძე:
გუშინ თბილისს ეწვია ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი და ბატონი ბ.ივანიშვილი შეხვდა ისრაელის ელჩს.
ჩინეთს საქართველოსგან აინტერესებს შუა დერეფანი - როგორ მიაწოდოს ევროპას საკუთარი საქონელი ხმელეთით.
რაც უფრო ახლოს მივა ევროპასთან მისი გავლენა, მოიგებს, მაგრამ მისი ძირითადი ინტერესი - ჰქონდეს გავლენა - მაინც შუა აზია არის.
ჩინეთი ვერ იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ჩინეთთან რაიმე ინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია.
საქართველოს ყველაფერი აკავშირებს ისტორიულად და კულტურულად ევროპასთან და ძალიან ცოტა - ჩინეთთან.
სამაგიეროდ, შუა დერეფნის კონტექსტში გადამწყვეტია თურქეთის, აზერბაიჯანის და ისრაელის სამკუთხედი.
რუსეთსა და ირანს შორის სამი სახელმწიფო ქმნის ევროპული და, ზოგადად, მსოფლიო უსაფრთხოების პირობას.
და შუა დერეფნის წვდომა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ასევე დამოკიდებულია ამ სამ სახელმწიფოს თანამშრომლობაზე.
2025 წელს ისრაელის მიერ იმპორტირებული ნედლი ნავთობის 46% აზერბაიჯანული ნავთობი იყო, რომლის მნიშვნელოვანი წილიც ისრაელს მიეწოდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საშუალებით.
აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირში შედის საქართველოსა და თურქეთის გავლით. ევროკომისიის ცნობით, ამ დერეფნით მიწოდება 2021–2024 წლებში 40%-ზე მეტით გაიზარდა.
საქართველოს საკვანძო და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ არის მისი უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის.
მსოფლიო ბანკი შუა დერეფნის სამ ძირითად ქვეყანად ყაზახეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს ასახელებს.
რუსეთის და ირანის, ასევე ჩინეთის წვდომა ამ ვიწრო, მაგრამ ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების მთავარ არტერიაზე დაუშვებელია.
მათ შეუძლიათ ამით ისარგებლონ როგორც სავაჭრო საშუალებით და არა შესაძლებლობით, გააფართოონ საკუთარი პოლიტიკური გავლენა.
და არა საქართველოს გამო, არამედ დასავლეთის უსაფრთხოების - რომ არავის ჰქონდეს მისი დაშანტაჟების გასაღები.
ასეთ შანტაჟს მით უფრო ვერ განახორციელებს ბ.ივანიშვილის რეჟიმი.
გუშინ ი.კობახიძემ ჩინეთს ამერიკისთვის ნიშნის მოგებით ისევ უწოდა "ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში".
უხეშ შეცდომას უშვებს.
საქართველოს და ირანის ურთიერთობები
იმდენად ანგარიშგასაწევია, რამდენადაც
ბატონი მ.ყაველაშვილის პრეზიდენტობა ბ.ივანიშვილის მმართველობაში.
იგივე შეიძლება ითქვას ჩინეთის გავლენის და ბატონი ი.კობახიძის ძალაუფლების მნიშვნელობაზე.
თუ მსოფლიოა, სწორება არის და იქნება ევროპა, თუ რეგიონია - თურქეთი-ისრაელი-აზერბაიჯანი.
ჯერჯერობით ამ არქიტექტურაში არაფერი შეცვლილა. ძნელი წარმოსადგენია, ახლო მომავალში რაიმე შეიცვალოს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…