ლაშა ფარულავა - ფორმალურად ალიანსი არ დაგვიტოვებია - თუმცა, რეალურად, ჩვენ იქ არ ვიმყოფებით და რატომ ხდება, ეს უნდა ვკითხოთ ალიანსის წარმომადგენლებს, მათ ამოიღეს ჩვენი ლოგო
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, პარტიას ოპოზიციური ალიანსი ფორმალურად არ დაუტოვებია, თუმცა რეალურად იქ აღარ იმყოფება, რადგან ალიანსის წარმომადგენლებმა მათი ლოგო ამოიღეს.

ალიანსი ჩვენ არ დაგვიტოვებია. რეალურად, იქ არ ვართ. რატომ ხდება, ეს უნდა ვკითხოთ ალიანსის წარმომადგენლებს. მათ ამოიღეს ჩვენი ლოგო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ფარულავას თქმით, ალიანსის დატოვების საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ წამოჭრილა. როგორც მან განმარტა, „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი იყო ის, ვინც „უშვერი დამოკიდებულებები“ დააფიქსირა, თუმცა საკითხი მხოლოდ ერთი ადამიანით არ გადაწყვეტილა.
„სინამდვილეში ჩვენ ფორმალურად ალიანსი არ დაგვიტოვებია. რეალურად, იქ არ ვართ. ეს არის ის რეალობა, რომელიც შეიქმნა.
ზოგადად, როდესაც ალიანსში შევედით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი ორგანოები, მათ შორის, პრეზიდენტი სააკაშვილიც იყო ამ პროცესში ჩართული, ხოლო გამოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია [მოგეხსენებათ, პოლიტიკური საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს]. რეალურად, ჩვენ იქ არ ვიმყოფებით.
რატომ ხდება, ეს უნდა ვკითხოთ ალიანსის წარმომადგენლებს. მათ ამოიღეს ჩვენი ლოგო.
საგარეო თემებზე კოორდინაციასა და საერთო პლატფორმას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენ შევინარჩუნებთ ალიანსის წევრებთან. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არასდროს არ გვქონია განსხვავებული პოზიციები, აქ ჩვენ ვთანხმდებით და სადაც არ ვთანხმდებით, იმედია ის პრობლემები დაიძლევა ალიანსში იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევებში საჯილდაო იყოს კონკრეტული დამოკიდებულებები, მათ შორის, ჩვენ განსხვავებული ეკონომიკური ხედვა გვაქვს, ანტი-კორუფციული პოლიტიკის თვალსაზრისით განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და იდეოლოგიურადაც განსხვავებულები ვართ სხვა პოლიტიკური პარტიებისგან, თუმცა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყოფნა და ამ პლატფორმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ეს პარტიულ ამოცანებს სცდება და საერთო ინტერესია. საერთო ინტერესია ის, რომ საგარეო ასპარეზზე ქართველი ხალხის მთავარი მისწრაფებები და სურვილები იყოს მკაფიოდ დაფიქსირებული და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ერთიანობა შევინარჩუნოთ იმიტომ, რომ ეს ეროვნული ინტერესებია და სადაც ეროვნული ინტერესებია, იქ პირად დამოკიდებულებებს ყოველთვის გვერდით გადავდებთ.
თუმცა, მოდი ახლა ვთქვათ, ეს თემა ჩვენ არ წამოგვიჭრია. ეს თემა ვინც წამოჭრა ალიანსში, ძალიან კარგად იციან და მათ უნდა გასცენ პასუხი, თავად დარჩნენ ამ ხათაბალაში. მაგალითად, თამარ ჩერგოლეიშვილმა დააფიქსირა უშვერი დამოკიდებულებები, თუმცა აქ არ არის მხოლოდ ერთი პერსონა“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ციტატები სტატიიდან
„სინამდვილეში ჩვენ ფორმალურად ალიანსი არ დაგვიტოვებია. რეალურად, იქ არ ვართ. ეს არის ის რეალობა, რომელიც შეიქმნა. ზოგადად, როდესაც ალიანსში შევედით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი ორგანოები, მათ შორის, პრეზიდენტი სააკაშვილიც იყო ამ პროცესში ჩართული, ხოლო გამოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია [მოგეხსენებათ, პოლიტიკური საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს]. რეალურად, ჩვენ იქ არ ვიმყოფებით. რატომ ხდება, ეს უნდა ვკითხოთ ალიანსის წარმომადგენლებს. მათ ამოიღეს ჩვენი ლოგო. საგარეო თემებზე კოორდინაციასა და საერთო პლატფორმას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენ შევინარჩუნებთ ალიანსის წევრებთან. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არასდროს არ გვქონია განსხვავებული პოზიციები, აქ ჩვენ ვთანხმდებით და სადაც არ ვთანხმდებით, იმედია ის პრობლემები დაიძლევა ალიანსში იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევებში საჯილდაო იყოს კონკრეტული დამოკიდებულებები, მათ შორის, ჩვენ განსხვავებული ეკონომიკური ხედვა გვაქვს, ანტი-კორუფციული პოლიტიკის თვალსაზრისით განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და იდეოლოგიურადაც განსხვავებულები ვართ სხვა პოლიტიკური პარტიებისგან, თუმცა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყოფნა და ამ პლატფორმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ეს პარტიულ ამოცანებს სცდება და საერთო ინტერესია. საერთო ინტერესია ის, რომ საგარეო ასპარეზზე ქართველი ხალხის მთავარი მისწრაფებები და სურვილები იყოს მკაფიოდ დაფიქსირებული და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ერთიანობა შევინარჩუნოთ იმიტომ, რომ ეს ეროვნული ინტერესებია და სადაც ეროვნული ინტერესებია, იქ პირად დამოკიდებულებებს ყოველთვის გვერდით გადავდებთ. თუმცა, მოდი ახლა ვთქვათ, ეს თემა ჩვენ არ წამოგვიჭრია. ეს თემა ვინც წამოჭრა ალიანსში, ძალიან კარგად იციან და მათ უნდა გასცენ პასუხი, თავად დარჩნენ ამ ხათაბალაში. მაგალითად, თამარ ჩერგოლეიშვილმა დააფიქსირა უშვერი დამოკიდებულებები, თუმცა აქ არ არის მხოლოდ ერთი პერსონა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…