ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ფინეთის ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით ჰელსინკში სამუშაო შეხვედრებს მართავს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს პროფესიული კავშირების პრეზიდენტი რაისა ლიპარტელიანი ფინეთის ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით ჰელსინკში სამუშაო შეხვედრებს მართავენ. ვიზიტის ფარგლებში მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, პროფესიული კავშირების განმტკიცებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების საკითხებს განიხილავენ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ფინეთის ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით ჰელსინკში სამუშაო შეხვედრებს მართავს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ფინეთის ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით ჰელსინკში სამუშაო შეხვედრებს მართავსინტერპრესნიუსი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს პროფესიული კავშირების პრეზიდენტი რაისა ლიპარტელიანი სამუშაო ვიზიტით ჰელსინკში იმყოფებიან. ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, „ექსპერტიზ ფრანსეს“ ტექნიკური მხარდაჭერითა და ფინეთის ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით ხორციელდება.

„ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ფინეთის ადვოკატთა ასოციაციას ეწვივნენ, სადაც ასოციაციების თავმჯდომარეებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და პროფესიული კავშირების განმტკიცების საკითხებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას და ფინეთის ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში იმ პრაქტიკისა და გამოცდილების ქართველი ადვოკატებისთვის გაცნობის შესაძლებლობას, რომელიც პროფესიული საქმიანობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ფინეთის პროფკავშირების გაერთიანებისა და დამსაქმებელთა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან, სადაც მხარეები პროფესიული გაერთიანებების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები