ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ემი დიაზსა და აშშ-ის საელჩოს INL-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ჯოზეფ კაფერტის შეხვდა, სადაც თანამშრომლობა და მიმდინარე პროექტები შეაჯამეს.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდაინტერპრესნიუსი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ემი დიაზსა და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ჯოზეფ კაფერტის, შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ყანდაშვილმა ამერიკელ სტუმრებს ასოციაციის ოფისში უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და აშშ-ის საელჩოს შორის მრავალწლიანი და აქტიური თანამშრომლობა შეაჯამეს.

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ასოციაციამ, INL-ის მხარდაჭერით, ადვოკატთა პროფესიის განვითარებისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების მიმართულებით განახორციელა. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ასოციაციამ, INL-ის მხარდაჭერით, ადვოკატთა პროფესიის განვითარებისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების მიმართულებით განახორციელა. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები