ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, უილიამ მასოლინს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლის უზენაესობისა და ადვოკატთა პროფესიული უფლებების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდაინტერპრესნიუსი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, უილიამ მასოლინს შეხვდა. ირაკლი ყანდაშვილმა უილიამ მასოლინს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ამის შესახებ ინფორაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადვოკატთა პროფესიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლის უზენაესობისა და ადვოკატთა პროფესიული უფლებების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობას.

„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის საბჭოს ოფისს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადვოკატთა პროფესიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლის უზენაესობისა და ადვოკატთა პროფესიული უფლებების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობას.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების საკითხებზე მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები