ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს შარმიან ლივერს შეხვდა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობისა და სამართლებრივი პროფესიის განვითარების საკითხები განიხილეს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს თბილისში, შარმიან ლივერს, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ბრიტანეთის საელჩოს შორის არსებული თანამშრომლობა, საერთო ინტერესის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართლებრივი პროფესიის განვითარებისა და ადვოკატთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის წინაშე არსებული გამოწვევები. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ასოციაცია აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებს, რათა გაძლიერდეს საერთაშორისო მხარდაჭერა ადვოკატის პროფესიის განვითარებისა და გაძლიერების, პროფესიული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ადვოკატთა უფლებების დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართლებრივი პროფესიის განვითარებისა და ადვოკატთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის წინაშე არსებული გამოწვევები. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ასოციაცია აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებს, რათა გაძლიერდეს საერთაშორისო მხარდაჭერა ადვოკატის პროფესიის განვითარებისა და გაძლიერების, პროფესიული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ადვოკატთა უფლებების დაცვის მიმართულებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.