საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და შენდობა ითხოვეთ მეუფე იობის წინაშე! - ეპისკოპოსი გიორგი ლაშა ნაცვლიშვილს მიმართავს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს მიტროპოლიტ იობის შეურაცხყოფის გამო საჯარო ბოდიშის მოხდასა და შენდობის თხოვნას სთხოვს.

"საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და შენდობა ითხოვეთ მეუფე იობის წინაშე!" - ამ სიტყვებით მიმართავს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯანმდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს, რომელმაც სოციალურ ქსელში მეუფე იობს აგინა.
სასულიერო პირი "ოცნების" პროპაგანდისტს ურჩევს პასუხისმგებლობა აიღოს იმ სიტყვებისთვის, რაც მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის მისამართით გააჟღერა.
მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე!
სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მითუმეტეს მაღალიერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თქვენი სიტყვებისათვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს!- წერს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.
ასევე ნახეთ მეუფე იობის გზავნილები:
“ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა" - მიტროპოლიტი იობი
"ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო დაკარგა მრევლი" - მიტროპოლიტი იობი ახსენებს ივანიშვილს
სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - მიტროპოლიტი იობი
ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - მიტროპოლიტი იობი
მიტროპოლიტი იობი თვლის, რომ ფული, რომელსაც ეკლესიას მთავრობა აძლევს გამჭვირვალე უნდა იყოს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…