გიორგი გველესიანი: ნება იბოძეთ და მოშორდით ქართულ პოლიტიკურ ველს
ფეხბურთელი გიორგი გველესიანი Youtube-ს საკუთარ გვერდზე 13-წუთიან ვიდეოს აქვეყნებს, სადაც "ჯეო თიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს განმარტავს. ვიდეოში გველესიანი საუბრობს ოპოზიციასა და პოლიტიკაზეც. ის ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, "მოშორდნენ ქართულ პოლიტიკურ ველს":
ფეხბურთელი გიორგი გველესიანი Youtube-ს საკუთარ გვერდზე 13-წუთიან ვიდეოს აქვეყნებს, სადაც "ჯეო თიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს განმარტავს. ვიდეოში გველესიანი საუბრობს ოპოზიციასა და პოლიტიკაზეც. ის ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, "მოშორდნენ ქართულ პოლიტიკურ ველს":
"მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზანმიმართულად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არაერთგზის შემჩნეულები არიან ძირგამომთხრელ საქმიანობაში. იქნებ ენა უნდა მომეჩლიქა და თქვენთვის კუთვნილი სახელი არ დამერქვა?! იქნებ, დეფინიციურად უნდა განმემარტა, რა არის ქვეყნის ღალატი?!
თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, თქვენ ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ ღალატობთ თქვენს თანაპარტიელებსაც, თქვენ ღალატობთ ყველაფერ წმინდას და თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებიც არც ერთ და არც მეორე პარტიასთან არ ასოცირებენ თავს, უბრალოდ, რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა იმ სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან, რომელიც მართლაც არის ჩვენ ქვეყანაში და ამ ხალხზე შესაძლოა რეალურადაც არ აისახებოდეს ის ეკონომიკური ზრდის ტემპები და ის საქსტატის მონაცემები, რომლითაც ხელისუფლება თავს იწონებს. მაგრამ თქვენ ბლოკავთ ამ ყველაფერს, თქვენ ასრულებთ შემაკავებელ მტრის ხატის ფუნქციას, რომელსაც 14 წელია წარმატებით ასრულებთ. ეს უსასრულო პროცესი თქვენი გაუქმებისაც დიდი ეჭვი მაქვს, კიდევ გაგრძელდება.
თქვენ რომ მართლა გიყვარდეთ ეს ქვეყანა და მართლა ებრძოდეთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, თქვენ პირველები მოცილდებოდით პოლიტიკურ ველს და მმართველ პარტიას დატოვებდით ხალხის პირისპირ. სადაც რეალური პრობლემებია, სადაც მათ მოუწევდათ შეჯახება ამ უთანასწორობასთან, რომელიც არის ხალხში. არიან ადამიანები, რომელბსაც არ სურთ ქვეყნიდან წასვლა, უნდათ აქ ოჯახების შექმნა, ნორმალური ანაზღაურება, ნორმალური სამსახური, მაგრამ არ აქვთ. არჩევნებზე მისული ადამიანი, საარჩევნო ყუთის წინ როცა დგება, არჩევანი აქვს ერთ პარტიას შორის და მეორე ხართ თქვენ, რომლებისგანაც კაი გამოცდილება ნამდვილად არ გვაქვს, ამიტომ ნება იბოძეთ და მოშორდით ქართულ პოლიტიკურ ველს" - ამბობს გიორგი გველესიანი
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.