გიორგი გველესიანი 2024 წელზე: “საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“
ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა „ჯეო თიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2024 წელს საქართველო ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ იდგა და არჩევანი „ქართულ ოცნებასა“ და „ქვეყნის მოღალატეებს“ შორის იყო. მისი თქმით, მას ფობიების, მათ შორის რუსოფობიის წინააღმდეგ საუბრის გამო თავს დაესხნენ, თუმცა აღნიშნა, რომ მმართველ პარტიასთან ყველა საკითხში არ თანხმდება და უამრავი შეკითხვა აქვს.

“იმ კონკრეტულ მომენტში საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა [ქართულ ოცნებას] და მეორე მხრივ, კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორის”, – განაცხადა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა „ჯეო თიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ის 2024 წლის აპრილში ფეხბურთელების მიმართ სხვადასხვა ძალების მიერ განხორციელებულ წნეხსა და რუსოფობიაზე საუბრობს.
გველესიანის განცხადებით, მანამ სანამ ქართული პოლიტიკური სივრციდან „გაფუჭებული მოღალატეები“ არ გაქრებიან მანამდე რაიმე სიკეთეზე საუბარი ზედმეტია.
“დღესაც საჯაროა ის ჩემი პოსტი. ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი თუ რა მოაქვს ფობიებს. ქსენოფობიებს, რუსოფობიებს და ზოგადად სხვადასხვა ფობიებს, არაფერი კარგი, რაც ეხლა აქტუალურია ჩვენს პოლიტიკაში და მაშინდელი აი ეს ძალები მე თავს დამესხნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ მე რამე მატკინონ იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი თავდაცვის მექანიზმი საერთოდ არ მაინტერესებს, მაგით მე ვერაფერს ვერ მატკენენ და მე, რაც არ უნდა იარლიყი მომაკერონ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას მე ყველაფერში ვეთანხმებოდი, ან ვეთანხმები. მაქვს უამრავი შეკითხვა, მაქვს უამრავი ჩემი პრეტენზიები.
თუმცა იმ კონკრეტულ მომენტში საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა და მეორე მხრივ, კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორის.
შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის მოღალატეები არსებობენ.
არსებობენ, მაგალითად, ყველა პოზაში და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები, რომლებიც, ჩემი ღრმა რწმენით, სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი,“- განაცხადა გიორგი გველესიანმა.
ციტატები სტატიიდან
„იმ კონკრეტულ მომენტში საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა [ქართულ ოცნებას] და მეორე მხრივ, კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორის“
„დღესაც საჯაროა ის ჩემი პოსტი. ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი თუ რა მოაქვს ფობიებს. ქსენოფობიებს, რუსოფობიებს და ზოგადად სხვადასხვა ფობიებს, არაფერი კარგი, რაც ეხლა აქტუალურია ჩვენს პოლიტიკაში და მაშინდელი აი ეს ძალები მე თავს დამესხნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ მე რამე მატკინონ იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი თავდაცვის მექანიზმი საერთოდ არ მაინტერესებს, მაგით მე ვერაფერს ვერ მატკენენ და მე, რაც არ უნდა იარლიყი მომაკერონ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას მე ყველაფერში ვეთანხმებოდი, ან ვეთანხმები. მაქვს უამრავი შეკითხვა, მაქვს უამრავი ჩემი პრეტენზიები. თუმცა იმ კონკრეტულ მომენტში საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა და მეორე მხრივ, კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორის. შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის მოღალატეები არსებობენ. არსებობენ, მაგალითად, ყველა პოზაში და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები, რომლებიც, ჩემი ღრმა რწმენით, სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.