,, საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ და იდგა არჩევანი ერთ პარტიასა და ჩემი აზრით, კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის” – გიორგი გველესიანი
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა „ჯეო თიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. მისი თქმით, საქართველო ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე იდგა და არჩევანი იყო ერთ პარტიასა და „კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს“ შორის, რის გამოც მიიღო მონაწილეობა „ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო კლიპში.

„ჯეო თიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა განაცხადა:
,,პოლიტიკა და ფეხბურთი, ზოგადად სპორტი, ერთმანეთზე გადაჯაჭვულია, იმიტომ, რომ ფეხბურთი და სპორტი თამაშობს ძალიან მნიშნელოვან როლს გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ახლა, როცა ომების პერიოდია და იმპერიულად ჩვენ ახლა ამას დღეს ვუყურებთ ჩვენს რეგიონში რა ხდება – მუდმივი დაძაბულობა და დანის პირზე სიარული. და მე როცა ვხედავ, რომ ეგზისტენციალური საფრთხეა და ჩვენი ქვეყანა დგას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, ვფიქრობ, რომ ჩემი ვალი იყო იმ კლიპში მონაწილეობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ყველაფერში ვეთანხმები იმ პარტიას. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გარკვეული წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ სოციალურ ქსელებში დაედოთ მხარდამჭერი პოსტები და განცხადებები დაედოთ. პრაქტიკულად, უმრავლესობამ დაწერა, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში და ეს არის აქსიომა და ხელშეუვალი მანტრაა. მე დავსვი აქ შეკითხვა, რომ არ ვარ, ბატონებო, ამის წინააღმდეგი, მაგრამ ვიცით ჩვენ ეს რას მოუტანს ჩვენს ეკონომიკას, გააზრებული გვაქვს ეს რას მოუტანს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას? კითხვა დაისვა, რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა? ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი, თუ რა მოაქვს ფობიებს, ქსენოფობიებს და რუსოფობიებს და ზოგადად, სხვადასხვა ფობიებს არაფერი კარგი, რაც ახლა აქტუალურია ჩვენს პოლიტიკაში, და მაშინდელი ეს ძალები მე თავს დამესხნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ, მე რამე მატკინონ. იმ კონკრეტულ მომენტში, საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ და იდგა არჩევანი ერთ პარტიასა და ჩემი აზრით, კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის, – თქვა გველესიანმა ინტერვიუში.
შეგახსენებთ, გველესიანმა „ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო კლიპში მიიღო მონაწილეობა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- POSTVგიორგი გველესიანი 2024 წელზე: “საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“
- რუსთავი 2გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო "ქართულ ოცნებასა" და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის. ყველა სიტუაციაში გამოჭერილი მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან პოლიტიკურ ველს, რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…