ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი ჭეიშვილი ნანა ყეინიშვილის საქმეზე: ზურაბიშვილის ფაქტორი ზოგადად პრობლემაა საქართველოსთვის, იყო თავის დროზეც და არა მხოლოდ ახლა. აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილის პროტეჟე იქნება ზუსტად ვინც მსგავსი საქმიანობით იქნება დაკავებული

საქართველოს ეროვნული ბანკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ნანა ყეინიშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი და მისი პროტეჟეები პრობლემას წარმოადგენს. პროკურატურამ ეროვნული ბანკიდან შესული განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

ირაკლი ჭეიშვილი ნანა ყეინიშვილის საქმეზე: ზურაბიშვილის ფაქტორი ზოგადად პრობლემაა საქართველოსთვის, იყო თავის დროზეც და არა მხოლოდ ახლა. აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილის პროტეჟე იქნება ზუსტად ვინც მსგავსი საქმიანობით იქნება დაკავებული
ირაკლი ჭეიშვილი ნანა ყეინიშვილის საქმეზე: ზურაბიშვილის ფაქტორი ზოგადად პრობლემაა საქართველოსთვის, იყო თავის დროზეც და არა მხოლოდ ახლა. აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილის პროტეჟე იქნება ზუსტად ვინც მსგავსი საქმიანობით იქნება დაკავებულიიმედინიუსი

ზურაბიშვილის ფაქტორი ზოგადად პრობლემაა საქართველოსთვის, იყო თავის დროზეც და არა მხოლოდ ახლა. აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილის პროტეჟე იქნება ზუსტად ვინც მსგავსი საქმიანობით იქნება დაკავებული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ნანა ყეინიშვილის საქმეზე.

მისი თქმით, ვერანაირი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია.

„ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ, არ არსებობს თანამდებობა, არ არსებობს რეგალია, არ არსებობს მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, ვისაც ექნება გადაცდომა აუცილებლად რეაგირება იქნება მყისიერი და შესაბამისად, არც ახლა აყოვნებს პროკურატურა“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

2023 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა პარლამენტს სწორედ სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.

როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

საქმეზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც. სებ-ი აცხადებს, რომ მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს, ამასთან, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ, არ არსებობს თანამდებობა, არ არსებობს რეგალია, არ არსებობს მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, ვისაც ექნება გადაცდომა აუცილებლად რეაგირება იქნება მყისიერი და შესაბამისად, არც ახლა აყოვნებს პროკურატურა“
ირაკლი ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.