ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ევროკავშირის ელჩმა „კორძის“ კონცერტის შესახებ „ქრონიკის“ კითხვას არ უპასუხა და გადაწყვეტილებას არ გაემიჯნა

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საუდის არაბეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „ქრონიკის“ კითხვას „კორძის“ კონცერტისა და ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ უპასუხოდ დატოვა და გადაწყვეტილებას არ გაემიჯნა.

ევროკავშირის ელჩმა „კორძის“ კონცერტის შესახებ „ქრონიკის“ კითხვას არ უპასუხა და გადაწყვეტილებას არ გაემიჯნა
ევროკავშირის ელჩმა „კორძის“ კონცერტის შესახებ „ქრონიკის“ კითხვას არ უპასუხა და გადაწყვეტილებას არ გაემიჯნაიმედინიუსი

ევროკავშირის ელჩი „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. პაველ ჰერჩინსკი საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

იზიარებს თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხყოფაზე - კითხვა, რომელიც „კორძის“ კონცერტს და ევროკავშირის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, ელჩმა უპასუხოდ დატოვა. ის ამ გადაწყვეტილებას არ ემიჯნება.

„მე აქ ვარ საუდის არაბეთის ეროვნული დღის აღსანიშნავად. ჩემს კოლეგებთან ერთად მოვედი ჩვენს მეგობრებთან შესახვედრად და სწორედ ეს არის ჩემი აქ ყოფნის მიზეზი. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, გთხოვთ, სხვა შესაძლებლობები გამოიყენოთ. გიწვევთ ჩვენს ევროპის დღეზე, რომელსაც აღვნიშნავთ თელავში 10 ოქტომბერს. რა თქმა უნდა, ყველა მოწვეულია. იქ პრესკონფერენციაც მექნება და შეგიძლიათ ნებისმიერი შეკითხვა დასვათ", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.