რადიკალიზმის და სიძულვილის ენის მხარდაჭერა - ევროკავშირის ელჩმა "რუსთავი 2-ის" შეკითხვა კორძის კონცერტის დაფინანსებაზე უპასუხოდ დატოვა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პაველ ჰერჩინსკიმ "რუსთავი 2-ის" შეკითხვას კორძის კონცერტის დაფინანსებასთან დაკავშირებით პასუხი არ გასცა და განაცხადა, რომ კითხვებს 10 ოქტომბერს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე უპასუხებს.

რადიკალიზმის და სიძულვილის ენის მხარდაჭერა - ევროკავშირის ელჩმა "რუსთავი 2-ის" შეკითხვა - იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას ოპოზიციის მხარდამჭერი მუსიკოსის კონცერტის დაფინანსებაზე, რომელმაც ქართველ ხალხს აგინა - უპასუხოდ დატოვა.
"რუსთავი 2-ს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია არც წერილობითი ფორმით დასმულ შეკითხვებზე რომელიც გორში კორძის დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას და დანიის კულტურის ინსტიტუტს გაუგზავნა. .
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ 10 ოქტომბერს პრესკონფერენციას გამართავს.
"მე აქ სრულიად სხვა მიზეზით ვიმყოფები, ამიტომ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ. თუ კითხვები გაქვთ, მაშინ სხვა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, 10 ოქტომბერს მობრძანდეთ ევროპის დღეზე, სადაც მექნება პრესკონფერენცია და ყველაფერზე გიპასუხებთ,"- აცხადებს ჰერჩინსკი.
ციტატები სტატიიდან
„მე აქ სრულიად სხვა მიზეზით ვიმყოფები, ამიტომ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ. თუ კითხვები გაქვთ, მაშინ სხვა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, 10 ოქტომბერს მობრძანდეთ ევროპის დღეზე, სადაც მექნება პრესკონფერენცია და ყველაფერზე გიპასუხებთ,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.