მედია: აზერბაიჯანში ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას გეგმავენ
აზერბაიჯანის ხელისუფლება ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას გეგმავს. კანონპროექტის თანახმად, აიკრძალება შესაბამისი კონტენტის განთავსება მედიაში, სოციალურ ქსელებში, რეკლამებში, კინოთეატრებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დარღვევა კი ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას გეგმავს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მედიას, სოციალურ ქსელებს, რეკლამების ავტორებს, კინოთეატრებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი კონტენტის განთავსება აეკრძალებათ.
კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი - ადმინისტრაციული პატიმრობა.
ლგბტ-პროპაგანდის ამსახველი კონტენტის განთავსების შემთხვევაში, მედიას, შესაძლოა, საქმიანობა შეუჩერონ, ხოლო უცხოური მედიის წარმომადგენლებს აკრედიტაცია გაუუქმონ.
კანონპროექტის მიზანია არასრულწლოვნებისა და ბავშვების დაცვა იმგვარი ინფორმაციისგან, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობასა და განვითარებას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…