აზერბაიჯანის სკოლებში TikTok-ზე წვდომა შეზღუდეს
აზერბაიჯანის სკოლებში TikTok-ზე წვდომა და 200-ზე მეტი სახიფათო კატეგორიის კონტენტი შეიზღუდა. ქვეყნის განათლების მინისტრის მოადგილე ფირუდინ გურბანოვი მშობლებს მოუწოდებს, შვილების წვდომა ოჯახებშიც გააკონტროლონ, ახალი კანონით კი 16 წლამდე პირებს სოცქსელებში რეგისტრაცია აეკრძალებათ.

ამის შესახებ მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილემ, ფირუდინ გურბანოვმა, 21 ოქტომბერს საოჯახო ფორუმზე ისაუბრა, რომელიც თემაზე „ოჯახი ციფრულ ეპოქაში: ტრანსფორმაციის ახალი საზღვრები“ გაიმართა.
მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლებში შეზღუდვები დაწესებულია 200-ზე მეტი კატეგორიის კონტენტზეც, რომლებიც დანაშაულს, ნარკოტიკებს, ძალადობასა და სხვა სახიფათო თემებს უკავშირდება.
„ცხადია, ეს შეზღუდვა მხოლოდ სკოლებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ოჯახებშიც უნდა აკონტროლებდნენ, რომ ბავშვები მსგავს კონტენტსა და პლატფორმებს მოერიდონ“, – განაცხადა ფირუდინ გურბანოვმა.
აზერბაიჯანში კანონი, რომელიც ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის ასაკობრივ შეზღუდვას ითვალისწინებს, 2026 წლის 30 ივნისს მიიღეს, 5 აგვისტოს კი გამოაქვეყნეს.
კანონის თანახმად, 16 წლამდე პირებს ასაკობრივი შეზღუდვის მქონე სოციალურ ქსელებში ანგარიშის შექმნა აეკრძალებათ. 16-დან 18 წლამდე პირების რეგისტრაცია კი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით იქნება შესაძლებელი.
ცვლილებები გამოქვეყნებიდან 12 თვის შემდეგ, ანუ 2027 წლის 5 აგვისტოს უნდა ამოქმედდეს.
ბავშვების მავნე კონტენტისგან დაცვის მარეგულირებელი ძირითადი კანონი კი 2018 წლის 30 ოქტომბერს მიიღეს და ის 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„ცხადია, ეს შეზღუდვა მხოლოდ სკოლებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ოჯახებშიც უნდა აკონტროლებდნენ, რომ ბავშვები მსგავს კონტენტსა და პლატფორმებს მოერიდონ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.